ჩვენთან ავტო ლიზინგი, სხვაგან – ავტო სესხი
28.04.2022
დღესდღეობით საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავალი ისეთი ფინანსური ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მომხმარებელს სერვისების მრავალფეროვნებას სთავაზობენ. ეს სერვისები (როგორიცაა ავტოლიზინგი) მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაში შეიძინონ მათთვის საჭირო უძრავი თუ მოძრავი ქონება.
ლიზინგი ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მოკლე დროში შეიძინოს სასურველი ავტომობილი მაშინაც, როცა ყიდვის მომენტში მას არ აქვს სასურველი ნივთისთვის შესაძენად საჭირო თანხა.
ლიზინგის სერვისი მრავალ სატრანსპორტო საშუალებასა და ტექნიკაზე ვრცელდება, თუმცა ამ ბლოგის ფარგლებში საუბარი მხოლოდ ავტომობილის ლიზინგს შეეხება. მოგო დღეს მომხმარებელს რამდენიმე პროდუქტს სთავაზობს:
მსგავსი დანიშნულების სერვისებს მრავალი სხვა საფინანსო ორგანიზაცია აწვდის მანქანის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანს. ძირითად შემთხვევაში ეს სერვისი არის ავტო სესხი. მართალია, ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მიზნითა და დანიშნულებით მსგავსია, თუმცა მცირე დეტალებით განსხვავებულია მათი მოხმარების წესები და პირობები. საბოლოოდ კი მომხმარებლისთვის სწორედ ეს მცირე დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისებს შორის არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.
რა არის ავტო სესხი?
რა არის ავტო სესხი და რა არის მისი მიზანი? ავტო სესხიც, ლიზინგის მსგავსად ავტომობილის ყიდვით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა და ამ სერვისით ბანკი თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციები ადამიანებს ავტომობილის ყიდვას უმარტივებენ.
ავტოსესხით სარგებლობისთვის, ხშირ შემთხვევაში (თუმცა არა ყოველთვის), საჭირო არ არის თანამონაწილე, სესხის გამცემი კომპანია ითვალისწინებს სესხით დაინტერესებული მომხმარებლის ნებისმიერი სახის შემოსავალს, მომსახურეობას როგორც წესი, არც საკომისიო ახლავს და პროცესი საბოლოოდ სწრაფი და მარტივია.
რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ავტო ლიზინგს?
ზემოთ თქმული ინფორმაცია საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს მომხმარებლისთვის, თუმცა მტავარ ისაა, რომ იგივე დადებითი მხარეები ავტო ლიზინგსაც გააჩნა და დამატებით ისეთი მცირე დეტალები, რომლებიც მომხმარებლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში არსებული ავტო სესხის და მოგოს ავტო ლიზინგის პირობები რომ შევადაროთ, დავინახავთ შემდეგ სურათს:
- ფინანსური ორგანიზაციისგან მაქსიმუმ რა რაოდენობის თანხის მირებაა შესაძლებელი? – მოგოს ლიზინგით 100 000 ლარამდე, ავტო სესხით 70 000 ლარამდე.
- რა ვადაში შეიძლება დაიფაროს ლიზინგით/სესხით მიღებული თანხა? – მოგოს ლიზინგის შემთხვევაში 84 თვემდე, ავტო სესხის შემთხვევაში 70 თვემდე ვადაში.
- როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხის შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე ეს ავტო ლიზინგის შემთხვევაშია.
იხილეთ სრულად: მანქანის ლიზინგის უპირატესობები
მოგოს ავტო ლიზინგი და მომხმარბელზე მორგებული გადახდის გრაფიკი
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, რომლებიც ავტო ლიზინგს ახლავს, მომხმარებლისთვის საგულისხმოა თანხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცესები. მოგო არის ის კომპანია, რომლისთვისაც მომხმარებლის კომფორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულებაა და ეს მრავალ დეტალში ვლინდება.
სალიზინგო ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძლება მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი და მომხმარებლის საჭიროებები შეიცვალოს. მაგალითად, შეიძლება სალიზინგო თანხის დაფარვაზე შეექმნას მომხმარბელს პრობლემა. ამ დროს პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მოგოსთან დროული კომუნიკაციაა. მოგოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ერთად იპოვოს გამოსავალი, რომელშიც დაცული იქნება ორმხრივი, როგორც კომპანიის, ისე მომხარებლის ინტერესი.
ამ დროს შესაძლებელია ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება, გადახდის თარიღის ცვლილება, მიმდინარე თვის გადახდის თარიღის გადავადება და სხვა. მოგოში თითოეულ კლიენტთან მიდგომა ინდივიდუალურია, რაც ლიიზნგით მოსარგებლეს კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებას უქმნის.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi