ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან
05.04.2022
საქართველოში მრავალი საფინანსო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მომხმარებლებს სალიზინგო სერვისს სთავაზობენ. უმრავლეს შემთხვეავში კი ეს სერვისი ავტომობილის ყიდვას უკავშირდება. თუკი მომხმარებელს არ აქვს ერთიანი თანხა სასურველი მანქანის შესაძენად, ლიზინგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯერ ავტომობილის მართვა დაიწყოთ და ამის შემდგომ დგება სატრანსპორტო საშუალების საფასურის გადახდის დრო, თანაც ეტაპობრივად. მსგავსი შეთავაზებები აქვს მოგოსაც.
ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი ლიზინგის სერვისის გარდა, მოგო მომხმარებელს სხვა პროდუქტებსაც სთავაზობს. ამ პროდუქტებით მომხმარებელს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების (სკუტერი, მოპედი) და გადამზიდის ტიპის სატვირთოების ლიზინგით შეძენა შეუძლიათ. მომხმარებლებისათვის მოგოს მხრიდან ეს არის შესაძლებლობა არა უბრალოდ სატრანსპორტო საშუალების შეძენისა, არამედეს დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობისა.
ლიზინგი, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო
მოგოს მრავალი პროდუქტი აქვს, რომლებიც მომხმარებელს დამატებითი შემოსავლის გენერირებაში უწყობს ხელს. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების შეძენით შესაძლებელია ისეთი საქმიანობის წამოწყება, რომელიც შესაძლებელია ერთ-ერთ ან ერთადერთ შემოსავლის წყაროდ იქცეს. მაგალითისთვის განვიხილოთ ორთვლიანი და გადამზიდის ტიპის სატრანსპორტო საშუალებები: სკუტერ ლიზინგი და სპეც-ტექნიკის ლიზინგი.
სკუტერ ლიზინგი
დღეს ქვეყანაში უფრო და უფრო მზარდია მიტანის სერვისი, რომლის სწრაფ და ხარისხიან მუშაობასაც ყველაზე მეტად ხელს უწყობს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, სკუტერი და მოპედი. ეს სატრანსპორტო საშალებები არის სწრაფი და მობილური. მას არ აფერხებს ქალაქში არსებული საცობი და პარკირების პრობლემები. სკუტერ ლიზინგით სარგებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მომხმარებელმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, შეიძინოს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება და დასაქმდეს მიტანის სერვისის კომპანიაში; მეორეს მხრივ კი იურიდიულ პირს, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ შეიძინოს ბევრი სკუტერი და თავად შექმნას მიტანის სერვისი.
სპეც ტექნიკის ლიზინგი
ლიზინგის კიდევ ერთი სახეობა სპეც ტექნიკის, ანუ გადამზიდი სატრანპორტო საშუალების ლიზინგია. ეს პროდუქტი ეხმარება ერთის მხრივ კომპანიებს, რომ საკუთარი საქმიანობის ხელშესაწყობად და სერვისის გასაუმჯობესებლად შეიძინონ გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები; მეორეს მხირვ კი სპეც ტექნიკის ლიზინგი იმ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ, რომელთაც კერძო შეკვეთების აღება და სატვირთოთი ტვირთის გადაზიდვით შემოსავლის გენერირება სურთ.
რა პირობები აქვს ლიზინგით სარგებლობას?
თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ლიზინგით სარგებლობას განსხვავებული პირობები აქვს. მაგალითად, სკუტერ ლიზინგით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მოგოს პარტნიორი სკუტერის სადგომებიდან (სკუტ-სკუტი და მოპედ დეპო) შეარჩევს ახალ და არა მეორად სატრანსპორტო საშუალებას.
სპეც ტექნიკის ლიზინგით სარგებლობა კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი გადამზიდის ტიპის ავტომობილი არის 1997 წლის შემდეგ გამოშვებული, B კატეგორიის, 3.5 ტონამდე და შემდეგი ხუთი მოდელიდან ერთ-ერთი:
Ford – Transit
Daihatsu – Hijet
Suzuki – Curry Truck
Subaru – Sambar-truck
Mitsubishi – Minicub
ავტო ლიზინგით სარგებლობას კი რაიმე განსაკუთრებული პირობა არ ახლავს. შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის, ახალი თუ მეორადი ავტომობილის ლიზინგით შეძენა.
რა ეტაპების გავლაა საჭირო ლიზინგით სარგებლობისთვის?
ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების შეძენის შემთხვევაში გასავლელია ერთი და იგივე ტაპები იმისთვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ლიზინგით.
- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მოგოს ვებ-გვერდზე www.mogo.ge სასურველი სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის განაცხადის ფორმის შევსება.
- განხადის დადებითად განხილვის შემდეგ მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ლიზინგის სერვისზე, გადახდის პირობებზე, პროცენტზე და ა.შ.
- ამის შემდეგ მოგოსა და მომხმარებელს შორის სალიზინგო ხელშეკრულების დადების ჯერიც დგება და ამ ეტაპს ასევე თან ახლავს შსს-ს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმება.
ყველა ეს ეტაპი საკმარისი იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაიწყოს სასურველი სატრანსპორტო საშუალების მართვა.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lombardi| avto lizingi | რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე | mogos manqanebi