ონლაინ ავტოლიზინგი დისკომფორტების მომგვარებელი
29.12.2021
ძალიან ბევრი დისკომფორტი ახლავს უმანქანობას და ზოგჯერ მანქანის შეძენამდე მიმავალ გზასაც. უმანქანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უკავშრდება ადამიანის მხრიდან გაწეულ ძალიან დიდი რესურსის – ეს რესურსი არის საზოგადოებრივ ტრანსპორტებში თუ ტაქსიში დახარჯული დიდი დრო და ფული. მოკლედ რომ ვთქვათ, უმანქანობა არაეკონომიური გადაწყვეტილებაა, თუმცა არც მანქანის შეძენა არის მარტივი და დისკომფორტებისგან დაცლილი პროცესი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს არ აქვს ერთიანი თანხა იმისთვის, რომ მანქანა შეიძინოს. ამის ალტერნატივა თანხის შეგროვება და მანქანის ყიდვის სამოავლოდ გადადებაა. კიდევ ერთი ალტერნაივაც არსებობს, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტადაა დისკომფორტებისაგან დაცლილი და ეს არჩევანი ავტოლიზინგია. უფრო კონკრეტულად მოგოს ლიზინგი, რომელიც მომხმარებელს უმანქანობის პრობლემას უხსნის თანაც რაც შეიძლება მოკლე დროში.
მოცემულ ბლოგში ვეცდები რამდენიმე მიზეზი დავასახელო იმისა, თუ რატომაა ავტო ლიზინგი დისკომფრტების მომგვარებელი:
- ლიზინგის უპირატესობა
სანამ კონკრეტულად მოგის ლიზინგის უპირატესობებზე ვისაუბრებდეთ, ზოგადად ლიზინგის უპირატესობასაც უნდა გავუსვათ ხაზი. მანქანის შეძენის ბევრ განსხვავებულ გზას გთავაზობთ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციები, თუმცა ლიზინგი არის სწრაფი პროცედურა, მისიტ სარგებლობა შეუძლია როგორციურიდიულ ისე ფიზიკურ პირს, მოგოს შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. სხვა მრავალი უპირატესობა კი შეგიძლიათ იხილოთ მოგოს ერთ-ერთ ბლოგში – სწრაფი ავტო ლიზინგი.
2. დოსკომფორტებისგან დაცლილი სერვისი
უშუალოდ მოგოს ლიზინგს რაც შეეხება, მოგო თქვენ გთავაზობთ მაქსიმალურად ინდივიდზე მორგებულ პირობებს. უპირველეს ყოვლისა, სალიზინგო ხელშეკრულებით დასაფარი ვალდებულება მომხარებელს შეუძლია დაფაროს 3-დან 84 თვედე შუალედით, ავტომობილი, რომლის შეძენასაც აპირებთ ( უკულიზინგის შემთხვევაში კი რომლის სანაცვლოდაც გსურთ თანხის მიღება) მოგოსგან ფასდება ავტომობილის მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით. სალიზინგო კომპანიისგან კი შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმუმ 100 ათასი ლარი. საბოლოოდ ყველა ეს პირობა მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს ემსახურება.
3. სალიზინგო პროცედურები ყველაზე მოკლე დროში
მოგო მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ძალიან მოკლე დროში მიიღოს როგორც ლიზინგის, ისე უკულიზინგის მომსახურება. პირველი ეტაპი ამისათვის არის განაცხადის გაკეთება. განაცხადი კეთდება ონლაინ მოგოს ვებ-გვერდზე და საჭიროებს მხოლოდ რამდენიმე წუთს. განაცხადის განხილვისათვის კი 24 სამუშაო საათია საჭირო. ამ დროში დაგიკავშირდებიან მოგოს წარმომადგენლები, გაგაცნობენ დეტალურ ინფორმაციას ლიზინგის პროცედურასთან დაკავშირებით და შემდეგ ეტაპზე მოგიწევთ მოგოს ფილიალში მისვლა ხელშეკულების გასაფორმებლად.
აღსანიშნავია, რომ ფილიალების მრავალრიცხოვნებაც საკმაოდ დიდ კომფორტს უქმნის მომხმარებლებს იქიდან გამომდინარე, რომ მოგოს ფილიალები მდებარეობს საქართველოს 5 დიდ ქალაქში ( თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი).
ფილიალში მისვლა კი საჭიროა იმისთვის, რომ სალიზინგო კომპანიასთან მომხმარებელმა გააფორმოს ხელშეკულება და ამის შემდეგ მოგიწევთ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმება. ყოველივე ეს საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაიწყოს მანქანის მართვა.
4. მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები
მომხმარებელს გადახდა შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ინტერნეტბანკით ან სწრაფი აპარატების დახმარებით, ისე ფილიალში ოპერატორის დახმარებით. ყველაზე დიდი კომფორტი კი მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებია, უფრო კონკრეტულად, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიძლება მოხმარებელს მოუდნეს ვალდებულების დროზე ადრე დაფარვა, ავტომობილის გაყიდვა, შეიძლება ვიღაცამ სალიზინგო თანხის დაფარვა საერთოდ ვერ შეძლოს. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა უნდა დაუკავშირდეთ მოგოს და სალიზინგო კომპანია თავად შემოგთავაზებთ ისეთ პირობებს, რომელიც ორმხრივ ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს და რომლის შედეგადაც უკმაყოფილო არ დარჩება არც მომხმარებელი და არც სალიზინგო კომპანია.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lombardi| avto lizingi | რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე | mogos manqanebi