მოგოს გუნდი გირჩევთ ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს.
08.02.2021
გიფიქრია შენი ავტომობილის გამოცვლასა და ახლის შეძენაზე? თუ კი, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი. მოგო, გამოცდილი და ნდობით აღჭურვილი გუნდით, მზადაა, რომ დაგეხმაროს და ყველა კითხვაზე გიპასუხოს.
გინდა გაიგო, რომელია ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი საქართველოში? მოგოს გუნდმა შენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოამზადა.
როგორც ვიცით, საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყნების სიაშია, მაგრამ საკმაოდ დიდი ავტობაზრობა გვაქვს, სადაც, როგორც ყველგან, რამდენიმე გამორჩეული ბრენდი გვხვდება.
ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომელიც პოზიციებს არ კარგავს არის „ტოიოტა“. ამ ბრენდმა შეძლო შეენარჩუნებინა თავისი უპირატესობა.
ის გვთავაზობს ყველა იმ ატრიბუტს, რომელიც ძალიან ღირებული და პრიორიტეტულია მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის, ეს არის: ფასი, ხარისხი და მომსახურების ხარჯები.
TOYOTA- ს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ავტომობილები საქართველოში არის: “Prius”, “Camry”, “Corolla”, “HR-V”, “Vitz” – ამ ხუთი მოდელიდან, პირველს ადგილს იკავებს ცნობილი პრიუსი, რომელმაც 2019 წელს, წლის ავტომობილის ჯილდო მოიპოვა.
არც თუ ისე მაღალი ფასი, ხარისხი და ეკონომიურობა გადამწყვეტი აღმოჩნდა ცნობილი ადამიანებისთვის (თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო ეკოლოგია)
ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს ჰყავს პრიუსი, მათ შორის: ლეონარდო დიკაპრიო, ჯულია რობერტსი, ჯესიკა ალბა და ა.შ.
საქართველოში Honda-ს მარკის ავტომობილებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ ჩვენ ქვეყანაში იაპონური გიგანტის მიერ წარმოებული ავტომობილების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ამ ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია:
- Honda Insight
- Honda Civic
- Honda Fit
Insight-ში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლოს 2011-12 წლის ავტომობილები. ავტო იმპორტიორების ცნობით, ამ მოდელის დაახლოებითი ფასი 4000$-ია.
Honda Civic – ამ ბრენდის კიდევ ერთი მანქანა, ჰიბრიდებში გაყიდვების ლიდერია, რადგან, ავტო იმპორტიორების თქმით, ის ხელმისაწვდომი და ეკონომიურია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე განბაჟების ხარჯები საგრძნობლად დაბალია. ნაწილობრივ, ესეც განაპირობებს მათ პოპულარობას.
რაც შეეხება Honda Fit-ს, ის ავტომოყვარულთა ერთ-ერთ საყვარელ მოდელად იქცა, რაც მისი გაყიდვების რიცხვზეც აისახა.
რა თქმა უნდა, სასურველ ავტომობილებში წამყვანი პოზიცია მყარად უჭირავს მერსედესს. გერმანული გიგანტის შედარებით უფრო ძველი მოდელებიც კი დიდ ინტერესს იწვევს მათი ხარისხისა და გამძლეობის გამო.
მოთხოვნად ავტომობილებში თამამად შეგვიძლია წარმოვადგინოთ იაპონური კიდევ ერთი გიგანტი, Nissan, კერძოდ მისი ერთ-ერთი მოდელი tiida.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა Nissan Leaf-ზე, რადგან ის მისი ელექტრო ძრავის გამო, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია და როგორც ჰიბრიდებზე, ასევე ელექტრო ავტომობილებზეც ვრცელდება მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.
უკვე შეარჩიე სასურველი მოდელი? მოგო იმისთვისაა რომ ფინანსურად დაგეხმაროს და შენს ყველა კითხვას უპასუხოს. ნუ მოიცდი დიდხანს, შეავსე აპლიკაცია mogo.ge-ზე ან დაგვიკავშირდი ტელეფონზე: 032 22 44 600
ხოლო, თუ არ შეგირჩევია, შეგიძლია გადახვიდე ლინკზე და მოძებნო შენთვის სასურველი ავტომობილი.