ავტომობილის ყველა წამყვანი თვალი: მუშაობის პრინციპი და ტიპები
24.02.2025

სრული ამძრავი ტრანსმისიის ტიპია, რომელშიც ყველა თვალი წამყვანია. სრულამძრავიანი ავტომანქანა მოყინულ და სრიალა გზებს, უკანაამძრავიან და წინაამძრავიან ავტომობილებზე უკეთ უმკლავდება.
სრულამძრავიანი ავტომობილები ორად იყოფა: AWD (All-Wheel Drive – სრული ამძრავი) და 4WD (Four-Wheel Drive – ოთხთვლიანი ამძრავი, 4x4), რომელთა მუშაობის პრინციპი და განაწილების მეთოდები განსხვავდება.
თავის მხრივ, AWD-ს ორი ტიპის სისტემა აქვს: ერთი არის „მუდმივი სრული ამძრავი“’, სადაც ოთხივე თვალს ერთდროულად აქვს სიმძლავრე, განსხვავებით მეორისგან, რომლის შემთხვევაშიც, ავტომობილს აქვს უნარი, ძალა ოთხივე თვალს მიაწოდოს, რასაც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებს. ასეთი სისტემის მქონე ავტომობილები, უმეტესად, ორი წამყვანი საბურავით მოძრაობენ; ამიტომაც უწოდებენ „ნახევრად სრულ ამძრავს“.
AWD და 4WD ტრანსმისიის ტიპების შესაძლებლობებს ქვემოთ განვიხილავთ:
სრულამძრავიანი ტრანსმისიის ძირითადი ტიპები
მიუხედავად იმისა, რომ AWD და 4WD განსხვავებული ტრანსმისიის ტიპებია, საავტომობილო ინდუსტრიაში ეს ტერმინები ხშირად ერევათ. 4WD, როგორც წესი, განკუთვნილია რთული რელიეფური პირობებისთვის, განსხვავებით AWD-ისგან, რომელსაც ადაპტაცია სხვადასხვა საგზაო პირობებში შეუძლია, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციებში გადაადგილება უჭირს.
ორივე სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია სველი და მოლიპული გზებისთვის, ამიტომ თუ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც ხშირია წვიმა, თოვლი ან ყინული, AWD კარგი არჩევანია.
გამოდის, რომ ცივ კლიმატურ პირობებში AWD უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან უზრუნველყოფს სტაბილურობას - ძალის გადანაწილებას მძღოლის ჩარევის გარეშე არეგულირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ხშირად გიწევთ ლაშქრობა და გაუვალ გზებზე გადაადგილება, 4WD საუკეთესო არჩევანია. სრულამძრავიანი ავტომობილის ეს ტიპი საშუალებას გაძლევთ, მიუხედავად ღრმა წყლისა, ციცაბო ბორცვებისა, თუ ზოგადად, ექსტრემალური პირობებისა, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გადაადგილდეთ.
სრულამძრავიანი მანქანის ტიპების დადებითი და უარყოფითი მხარეები
AWD (All-Wheel Drive – სრული ამძრავი)
- ამ ტიპის სისტემა მუდმივად ან ავტომატურად არეგულირებს ძალის განაწილებას ოთხივე საბურავს შორის;
- ძირითადად, მსუბუქი დაბრკოლებების დროს, ქალაქის პირობებში გამოიყენება;
- ძალის განაწილება ხდება ელექტრონული სისტემებით ან მექანიკური კავშირებით.
არსებობს მოსაზრება, რომ AWD სასარგებლოა მხოლოდ თოვლიან და ყინულიან გზებზე, თუმცა სინამდვილეში, მისი უპირატესობები მშრალ ასფალტზეც მკაფიოდ ვლინდება. ოთხივე საბურავის სინქრონიზაციის წყალობით, AWD აუმჯობესებს აჩქარებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტულ ავტომობილებში, როგორიცაა, მაგალითად, Kia Stinger GTS.
ამასთან, თანამედროვე მაღალი კლასის ავტომობილები სულ უფრო მეტად იყენებენ ელექტრონულ AWD სისტემას, რომელიც ძალას საბურავებს შორის, ოპტიმალურად ანაწილებს. ჩვეულებრივ პირობებში, სისტემა ძალას, ძირითადად, უკანა ბორბლებს გადასცემს, რაც საწვავის ეფექტურობასა და მანევრულობას უზრუნველყოფს, ხოლო მოლიპულ ზედაპირზე ავტომატურად ანაწილებს ბრუნვის მომენტს ოთხივე ბორბალზე, რაც სტაბილურობის წინაპირობაა. ელექტრონული AWD სისტემის საშუალებით, მძღოლი ერთდროულად იღებს უკანაამძრავიანი სისტემის (RWD) კომფორტსა და AWD-ის უსაფრთხოებას.
ზემოჩამოთვლილს თუ ამ ტიპის ავტომობილის უპირატესობად მივიჩნევთ, მისი უარყოფითი მხარე მხოლოდ სიძვირითა და სიმძიმით აიხსნება.
4WD (Four-Wheel Drive – ოთხთვლიანი ამძრავი, 4x4)
- ამ სისტემას ხშირად იყენებენ რთულ რელიეფურ პირობებში, რა დროსაც, საბურავების მაქსიმალური ადაპტაცია ზედაპირთან აუცილებელია;
4WD სისტემა, როგორც წესი, მექანიკურად ან ელექტრონულად ირთვება მძღოლის მიერ და შეუძლია დაბალი გადაცემის გამოყენება, რაც, პრინციპში, მის ნაკლოვანებად შეიძლება, მივიჩნიოთ. თუმცა ეს უკანასკნელი არაფერია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც ნებისმიერ რელიეფზე მის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
4WD ამძრავის საუკეთესო ნიმუშებია: Jeep Wrangler Rubicon, ლეგენდარული Toyota Land Cruiser, Ford Bronco, Mercedes-Benz G-Class (G-Wagon), Land Rover Defender და სხვ.
დასკვნა
სრულამძრავიანი სისტემის მქონე ავტომობილის შერჩევა დამოკიდებულია მძღოლის საჭიროებებზე. AWD ავტომობილები უფრო კომფორტული და უნივერსალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხოლო 4WD მოდელები იდეალურია ექსტრემალური გზებისთვის. საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში აპირებთ ავტომობილის გამოყენებას.
თუ მანქანის მოდელზე ჩამოყალიბდით, მაგრამ ზუსტად არ იცით, როგორ მოიძიოთ მის შესაძენად რესურსები, შეგახსენებთ, რომ Mogo არის კომპანია, რომელიც ავტოლიზინგის სერვისს გთავაზობთ: ავტომობილების დიდი არჩევანით, განაცხადის შევსებისა და დამუშავების სწრაფი და მარტივი პროცესით, მინიმალური დოკუმენტაციითა და გადახდის თქვენზე მორგებული პირობებით!
მოკლედ რომ ვთქვათ, Mogo უზრუნველყოფს მარტივ და მოქნილ პროცესს, რომელიც თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ საჭიროებებს აკმაყოფილებს!