ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ავტომობილები
21.10.2021
2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში კოვიდ 19-ის მასიურმა გავრცელებამ და პირველმა ლოქდაუნმა უფრო მეტად გაზარდა სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა. როდესაც არ მუსაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც სავსებით ბუებრივია.
გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, ჩვენი აზრით, ყველაზე პოპულარულ მანქანებზე ჩვენს ქვეყანაში:
10. VOLKSWAGEN PASSAT
თუ მანქანის გამძლეობას ანიჭებ უპირატესობას, ამასთანავე გსურს სოლიდურად გამოიყურებოდე, მაშინ ეს მანქანა ნამდვილად შენთვისაა
9. VOLKSWAGEN GOLF
გოლფმა წლების განმავლობაში ნამდვილად შეძლო გამძლეობის და სანდოობის დამტკიცება. ის ერთერთ ყველაზე მოთხოვნად მანქანად რჩება
8. TOYOTA VITZ
კიდევ ერთი ბესტსელერი ქართულ გზებზე – Vitz-ში ეკონომიურობა, გამძლეობა და ბიუჯეტურობა ერთდროულადაა თავმოყრილი
7. BMW X5
საქართველოში ყველა დროის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მანქანა. გამორიცხულია დღეში ერთ X5-ს არ შეხვდე საქართველოს გზებზე.
6. NISSAN SKYLINE
დრიფტის მოყვარულების ყველაზე საყვარელი მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომიცაა და ინდუსტრიის ერთგვარი სტანდარტიც
5. OPEL ASTRA
იდეალური „პირველი მანქანა“. თუ ახალბედა მძღოლი ხარ ეს ავტომობილი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებს – ის ერთერთი ყველაზე იაფად შესანახი ავტოა.
4. NISSAN NOTE
ბოლო წლებში Note-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა და კიდევ უფრო იმატებს.
3. TOYOTA PRIUS
როდესაც მანქანა საქართველოში ტაქსის გამოცდას წარმატებით აბარებს, მის მიმართ ზედმეტი კითხვების დასმა საჭირო აღარ არის. გამძლეობა და ეკონომიური წვა – აი ამ მანქანის მთავალი განმსაზღვრელი ფაქტორები.
2. NISSAN TIIDA
კიდევ ერთი კომპაქტური მანქანა ჩვენს ჩამონათვალში, რომელიც ქალაქსი გადაადგილებისთვის ძალიან პრაქტიკული მოდელია
1. HONDA FIT
ბოლო 15 წლის საუკეთესეო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული მანქანა, რომლის მოთხოვნა თითქმის არასოდეს კლებულობს
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მანქანის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ჩვენი ავტოპორტალი autosale.ge დაგეხმარება, ლიზინგის საუკეთესო პირობებისთვის კი შეავსეთ ჩვენი აპლიკაცია mogo.ge-ზე
გამოგვყევით ან მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე