საქართველოს ტოპ 10 ადგილი, რომელიც მანქანით უნდა მოინახულოთ
17.01.2025
საქართველო უნიკალურია თავისი მრავალფეროვნებით. ამას მისი გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და ბუნებრივი თავისებურებები განაპირობებს და ამიტომაცაა, რომ წლის ნებისმიერ დროს, სხვადასხვა გასართობი, ტურისტული, კულტურული და ა.შ. აქტივობით შეგიძლია, დაკავდე, იქნება ეს: მანქანით მოგზაურობა, ლაშქრობა, ნიჩბოსნობა, კლდეზე ცოცვა, წყალზე სრიალი, მთაში სრიალი თუ… და ა.შ.
ქვეყნის ყველა რეგიონი საკუთარ მშვენიერებას იტევს და მნახველებს ამოუწურავ შესაძლებლობას აძლევს, სამზარეულოდან დაწყებული, ადგილობრივი მცხოვრებლებით გაგრძელებული, ღირსშესანიშნაობებისა თუ ხელუხლებელი ბუნების აღმოჩენით, საქართველოს თითოეული კუთხე კუნჭულ-კუნჭულ იკვლიონ.
გთავაზობთ საქართველოს ტოპ 10 ადგილს, რომელსაც მანქანით უნდა ეწვიოთ:
1. ყაზბეგი (სტეფანწმინდა)
ყაზბეგი საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტია. აქ ნახავთ გერგეტის სამებასაც.
ამ რეგიონშივეა მყინვარწვერი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი მთა, რომლის წვერზეც მუდამ თოვლია. მყინვარწვერი არა მხოლოდ ბუნებრივი საოცრებაა, არამედ ქართული მითოლოგიისა და ისტორიის ნაწილი: სწორედ აქ, ლეგენდის მიხედვით, ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა.
მდინარე თერგი, რომელიც ალპური მდელოებისა და ხეობების გავლით მიედინება, კიდევ ერთი მშვენიერებაა, რომელიც ბუნებას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს. ყაზბეგის ხეობებში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ჩანჩქერი, ალპური ტბები და კლდეები. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ, გაჩერდეთ ანანურის ციხესა და ჟინვალის წყალსაცავთან.
- სვანეთი
მისტიკური სვანეთი მრავალსაუკუნოვანი კოშკებითა და დიდებული მთებით.
გზას ზუგდიდიდან მესტიისკენ გაუყვებით, თუ არა, თანდათანობით იგრძნობთ იმ გაუცნობიერებელ სიამოვნებას, რომელსაც ერთ კონკრეტულ სახელს ვერ დაარქმევ. ხედი მოგწონს? სურნელება? ნახევრადალპური ზონა? თუ რა? ყველაფერი ერთად!
სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კუთხეა, სადაც მთებისა და კულტურის სიდიადე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ზამთარში აქ შეგიძლია, დატკბე სათხილამურო კურორტებით, როგორიცაა: თეთნულდი და ჰაწვალი, რომელიც სრიალის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ზაფხულში სვანეთის ულამაზესი ალპური ბილიკები იდეალურია ლაშქრობისთვის, სადაც შესაძლებელია შთამბეჭდავი ხედებით ტკბობა და სვანური კოშკების ისტორიული მემკვიდრეობის აღმოჩენა. წლის ნებისმიერ დროს სვანეთი მოგხიბლავთ თავისი უნიკალური ატმოსფეროთი და დაუვიწყარი ბუნებით
3. ვარძია
ვარძია მონასტრული კომპლექსია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი. ასპინძამდე მისვლა არ არის რთული და გზად შეგიძლიათ მოინახულოთ რაბათის ციხე ახალციხეში.
დაკარგული თამარ მეფის ლეგენდაც სწორედ აქაურობას უკავშირდება. თავად კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 600-ზე მეტ სათავსოს აერთიანებს, სადაც შემონახულია მარნები თავისი ქვევრებით. ვარძიაში, ასევე, 15 კლდოვანი ეკლესიაა, რომელთა შორის ერთ-ერთში თამარ მეფის ფრესკა ინახება. 1999 წლიდან ადგილზე სამონასტრო ცხოვრება კვლავ განახლებულია.
4. მარტვილის კანიონი
სამეგრელოს ულამაზესი მარტვილი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც წყლის ხედები უყვარს. ადგილი მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ ნავით გასეირნება და კანიონინგის გამოცდილების მიღება. კანიონი ყველა ტიპის დამსვენებლის გულს მოიგებს, ვინაიდან აერთიანებს როგორც საოცარი ხედების კორიანტელს, ასევე საინტერესო საფეხმავლო ბილიკებსა და სანაოსნო ტურს.
5. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავითგარეჯა განთავსებულია ნახევრად უდაბნოში და გამოირჩევა უნიკალური ფრესკებითა და პეიზაჟებით. მანქანით მისვლა საკმაოდ კომფორტულია, განსაკუთრებით, თბილი ამინდში. დავითგარეჯა არამხოლოდ ქართული ქრისტიანული კულტურის უძველესი სიმბოლოა, არამედ შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტითა და მდიდარი ისტორიით იზიდავს ვიზიტორებს.
6. კახეთის ღვინის გზა
„კახეთის ღვინის გზა“ ზოგადი სახელია იმ მონაკვეთისა, რომელსაც თელავიდან სიღნაღამდე გაივლით. გზად არაერთი ღვინის ქარხანაა, ალაზნის ველის ხედით.
7. შატილი
თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, უნიკალური სანახაობა გელით. შატილი ხევსურეთის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობაა. გზაზე აუცილებლად ნახეთ არხოტისა და ხუდონების პეიზაჟები.
8. ბორჯომი
ბორჯომი ცნობილია მინერალური წყლებითა და ეროვნული პარკით. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ, ასევე, მწვანე მონასტერსა და ტიმოთესუბანს.
9. აჭარის მთები
ბათუმის მიღმა, აჭარის მთები საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. აქ გაერთიანებულია კავკასიონის მთების შთამბეჭდავი მასივი, შერწყმული ზღვის კლიმატთან. გოდერძის უღელტეხილი, თავისი უნიკალური ხედებითა და სუფთა ჰაერით, იდეალური ადგილია დასასვენებლად. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა სუბტროპიკული კლიმატით, მდიდარი ფლორითა და ფაუნით. აჭარის მთებში მოგზაურობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია შემოდგომაზე, როცა ტყეები სხვადასხვა ფერით ივსება. აქ შეგიძლიათ, მოიწყოთ ლაშქრობა, მთის სოფლებში დაბინავდეთ და გაეცნოთ ადგილობრივი ხალხის ტრადიციებს.
10. თუშეთი
თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მიუვალი კუთხეა, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი ავთენტური კულტურითა და ბუნებრივი სილამაზით. აქ მოგზაურობა მოითხოვს გამბედაობას, რადგან გზები რთული და ზოგჯერ სარისკოც კია, თუმცა დანიშნულების ადგილი ამად ღირს. ომალო, დიკლო და შენაქო—თუშეთის მთავარი სოფლებია, რომლებიც თავიანთი კოშკებითა და ისტორიული ნაგებობებით, ადგილობრივი ხუროთმოძღვრების უნიკალურობას წარმოაჩენენ.
რჩევები მოგზაურებისთვის:
- გეგმის მიხედვით გადაადგილება – შეამოწმეთ გზის მდგომარეობა და ამინდი.
- იზრუნეთ კომფორტზე – აიღეთ საკვები, წყალი და საჭირო ნივთები.
- პატივი ეცით ბუნებას – არ დატოვოთ ნაგავი და დაიცავით წესები.
რომ შევაჯამოთ, საქართველო არნახული შესაძლებლობების კერაა: მოგზაურობისთვის, დასვენებისთვის, ახალი გამოცდილებების მისაღებად. Mogo კი საშუალებას გაძლევთ, თქვენი მოგზაურობა კომფორტული და უსაფრთხო იყოს - ადგილი, სადაც მანქანის ყიდვა ლიზინგის მეშვეობით ან გრძელვადიანი იჯარით შეგიძლიათ.