ავტო ლიზინგი – ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა
17.11.2021
ამ ბლოგში შევეცდებით აგიხსნათ, რატომ არის ავტო ლიზინგი ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა. მოგოს ავტო ლიზინგი
ავტოლიზინგი – სწრაფი და მარტივი
მაშინ როდესაც მომხარებელს სურს დიდი ღირებულების ქონება შეიძინოს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთიანი თანხის არსებობა და მეორე მხრივ დრო – რამდენად სწრაფად შეუძლია მომხმარებელს მიიღოს სასურველი ქონება. ერთიანი თანხის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი მარტივია, მაგრამ როგორც წესი, ხშირად ამის კომფორტი არ არსებობს ხოლმე. ალტერნატივად რჩება თანხის შეგროვება, რასაც ერთი დიდი უარყიფითი მხარე აქვს – ეს პროცესი დროშია გაწელილი. რა ხდება ამ დროს? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობენ ისეთი კომპანიები და საფინანსო სერვისები, როგორიცაა მოგო და მოგოს ავტოლიზინგი. ლიზინგი იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელმა არ გადადოს სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება, რისთვისაც ლიზინგი გაძლევთ ერთიან ფულს და თქვენ გაქვთ საშუალება მომენტალურად შეიძინოთ სასურველი ქონება.
ზოგადად ლიზინგის უპირატესობები, რაც სისწრაფეს უკავშირდება ძალიან კარგად ჟღერს, თუმცა საინტერესოა რამდენად სწრაფ პროცედურას სთავაზობს უშუალოდ მოგოს ლიზინგი მომხმარებლებს? მოცემული ბლოგით სწორედ ამ კითხვას გაეცემა პასუხი.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ინფორმაცია ავტო ლიზინგის შესახებ, გაეცანი ჩვენს ბლოგს – რა არის ლიზინგი?
მოდით, 4 საფეხურად გავყოთ მოგოში ლიზინგით სარგებლობის პროცესი. დავიწყოთ პირველი ეტაპით:
1. აირჩიე სასურველი ავტომობილი
თუკი მოგოს დახმარებით გადაწყვეტ, რომ მანქანა შეიძინო, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აარჩიო სასურველი მანქანა. გაითვალისწინე, რომ ამ პროცესშიც გეხმარება მოგოს ლიზინგი. მაგალითად, მოგოს ჰყავს ისეთი პარტნიორი როგორიცაა www.autosale.ge – სწორედ აქ შეგიძლია შეარჩიო შენს საჭიროებებთან და სურვილებთან მორგებული ავტომობილი.
2. შეავსე განაცხადი
სასურველი ავტომობილის არჩევის შემდეგ, დგება ჯერი განაცხადის შევსებისა (თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განაცხადის შევსება სასურველი ავტომობილის შერჩევის მიუხედავადაცაა შესაძლებელი). ეს გულისხმობს მოგოსთვის ინფორმაციის გაზიარებას შენზე და იმ ავტომობილზე, რომლის შეძენასაც ფიქრობთ. ამისათვის საჭიროა შეხვიდე საიტზე www.mogo.ge , მთავარ გვერდზე იპოვო წარწერა „შეავსე ახლავე“ და იწყებ განაცხადის შევსებას. უპირველეს ყოვლისა, უთითებთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და თქვენი საკონტაქტო. ამ ინფორმაციის მითითების შემდეგ უკვე შეგიძლია გააგზავნო განაცხადი, რის განხილვასაც დასჭირდება 1 სამუშაო დღე. გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ კი მიიღებთ თქვენს მითითებულ ნომერზე. (თუკი ლიზინგის დამტკიცებაზე მომავალი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში არ მიიღებთ შეტყობინებას, აუცილებლად დაუკავშრდით ცხელ ხაზს – 2 244 600 )
3. ხელშეკრულების გაფორმება
როგროც უკვე აღინიშნა, განაცხადის გაკეთებიდან 1 სამუშაო დღეში თქვენ მიიღებთ პასუხს მოგოს ლიზინგიდან და თუკი ეს პასუხი იქნება დადებითი, თქვენ მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას ლიზინგთან დაკავშირებულ თანხებზე, ვადებსა და პირობების შესახებ. შემდეგ ეტაპად კი რჩება ის, რომ მიხვიდეთ მოგოს რომელიმე ფილიალში (რომელიც საქართველოს 5 დიდ ქალაქშია) და გააფორმოთ ხელშეკრულება.
4.ავტომობილის დარეგისტრირება
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საჭიროა შსს-ს მომსახურების სააგენტოში თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმება. ყველაფერი ეს კი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დაჯდეთ ნანატრ ავტომობილზე და დაიწყოთ მისი მართვა.
სულ ესაა 😊
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | რა არის ლიზინგი | avto lizingi