ვისთვის არის კროსოვერი?
18.11.2024
კროსოვერი მსუბუქი და სპორტული ავტომობილების მახასიათებლების სინთეზს წარმოადგენს. სწორედ მისი კომბინირებული შესაძლებლობები განაპირობებს მის პოპულარობას, ვინაიდან ერთდროულად არის: პრაქტიკული, ეკონომიური, კომფორტული, მსუბუქი, სხვადასხვა რელიეფისთვის შესაფერისი არჩევანი.
ამ ბლოგში შევეცდებით ავტომობილის ეს ტიპი კიდევ უფრო უკეთ გაგაცნოთ.
განსხვავება კროსოვერსა და ჯიპს შორის
მოკლედ რომ ვთქვათ, კროსოვერი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეკონომიური და კომფორტული ავტომობილი, ყოველდღიურად გადასაადგილებლად სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში, საშუალოდ რთულ რელიეფზე გადასაადგილებლადაც იდეალურია.
ჯიპი, უმეტესად, ექსტრემალურ პირობებს ერგება, ტვირთის გადატანის მიზნებსა თუ საკმაოდ რთულ რელიეფზე მოძრაობას.
კროსოვერსა და ჯიპს შორის განსხვავებები, უფრო დეტალურად, ასე ჟღერს:
შასის ტიპი
- კროსოვერი:
- აგებულია მსუბუქი ავტომობილის პლატფორმაზე (unibody construction);
- უფრო მსუბუქი და კომფორტულია ქალაქში სამოძრაოდ;
- უკეთესია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
- ჯიპი (SUV):
- აქვს ჩარჩოს კონსტრუქცია (body-on-frame), რაც, როგორც წესი, სატვირთო მანქანებისთვის გამოიყენება;
- უფრო გამძლეა და რთულ რელიეფს ერგება.
კლირენსი და ოფროუდ შესაძლებლობები
- კროსოვერი:
- კლირენსი შედარებით დაბალია ჯიპთან შედარებით;
- ძირითადად, განკუთვნილია მსუბუქი ოფროუდისთვის ან რთულად მოსავლელი გზებისთვის;
- ხშირად აქვს წინა წამყვანი საბურავები, თუმცა ზოგ მოდელს ოთხივე წამყვანიც გააჩნია (AWD).
- ჯიპი (SUV):
- მაღალი კლირენსი აქვს, რაც საშუალებას აძლევს გადაადგილდეს რთულ რელიეფზე, მთებში ან უდაბნოში;
- ძირითადად, აქვს ოთხივე 4WD - სისტემა.
საწვავის მოხმარება
- კროსოვერი:
- უფრო ეკონომიურია, რადგან მსუბუქი პლატფორმა და ნაკლებად მძლავრი ძრავა აქვს.
- ჯიპი (SUV):
- მეტი საწვავი სჭირდება, რადგან მძიმეა და ძრავაც მძლავრია.
სივრცე და დატვირთვა
- კროსოვერი:
- ნაკლებად ტევადია დიდ ჯიპებთან შედარებით, მაგრამ სავსებით საკმარისი ოჯახის საჭიროებისთვის.
- ჯიპი (SUV):
- უფრო მეტი ტვირთი გადააქვს და ხშირად დიდი ზომის სალონი აქვს.
კროსოვერის დადებითი და უარყოფითი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შესაძლებლობების შეფასება მაინც პირად საჭიროებებზე დაყრდნობით ხდება, შევეცდებით, კროსოვერის უპირატესობები და ნაკლოვანებები გამოვყოთ:
პირველ რიგში, კროსოვერის უპირატესობა ისაა, რომ ადვილად სამართავია როგორც ქალაქში, ასევე გზატკეცილზე. ტრადიციულ SUV-თან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მრავალფუნქციური დიზაინი აქვს, ფართო საბარგული და საკმაოდ ტევადი სივრცე. ბევრად დიდი, ვიდრე ჩვეულებრივ სედანს ან ჰეჩბეკს.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, პრინციპში, მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ უბრალოდ, ჯიპი არ არის: შეზღუდული ოფროუდ შესაძლებლობები და ჯიპზე ნაკლებად ძლიერი ძრავა აქვს, ნაკლები ტვირთის ზიდვის შესაძლებლობით ხასიათდება და თოვლში, ყინვაში, უდაბნოში ნაკლებგამძლეობა. ასევე, კროსოვერი უფრო ძვირია, ვიდრე ჰეჩბეკი ან სედანი, თუმცა კი ის ჯიპზე იაფია და მასზე ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.
რას მივაქციო ყურადღება კროსოვერის არჩევისას?
რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, როცა გადაწყვეტილი მაქვს, რომ კროსოვერი ვიყიდო? - რასაკვირველია, პასუხი აქაც სუბიექტური მოცემულობისა და საჭიროებიდან გამომდინარეა:
- დანიშნულების განსაზღვრა: ქალაქში სასიარულოდ - პირადი გამოყენებისთვის, ოჯახისა თუ რთულ რელიეფურ პირობებში გადასაადგილებლად;
- ძრავის მოცულობის არჩევა (დიდი, პატარა), რაც თქვენმა ყოველდღიურობამ უნდა გიკარნახოთ;
- საწვავის ტიპი;
- მოძრაობის სისტემა (FWD, AWD, 4WD);
- კლირენსი;
- ტექნოლოგიები და უსაფრთხოების სისტემები;
- ბრენდი და მოდელი;
- ბიუჯეტი და ფინანსური საკითხები.
კროსოვერი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომფორტული, ეკონომიური და თან დახვეწილი ავტომობილი სურს. თან რომ აქტიური ცხოვრების წესითაა დაკავებული. ოჯახებისთვისაც მშვენიერი არჩევანია, ვისაც უსაფრთხო, ტევადი და პრაქტიკული ავტომობილია პრიორიტეტული. მთავარია იმის განსაზღვრა, თქვენ როგორი დღის წესრიგი, მოცემულობა და ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, ისე კი, საქართველოში კროსოვერის შეძენა Mogo ლიზინგის მეშვეობით შეგიძლიათ - სწრაფი, მარტივი დისტანციური პროცესით, წინასწარი შენატანის გარეშე.