საკრედიტო ისტორია: რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით?
10.01.2025
საკრედიტო ისტორია ფინანსური სანდოობის ჩანაწერია, რომელიც წარსულ ფინანსურ ვალდებულებებსა და მათი შესრულების ისტორიას ასახავს. ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განსაზღვრავს სესხის მიღების შესაძლებლობასა თუ პირობებს. კარგი საკრედიტო ისტორია სესხის უფრო მარტივად და უკეთესი პირობებით მიღებაში გვეხმარება. ცუდი ისტორია კი - დიდი ალბათობაა, რომ სერიოზულად შეუშლის ხელს ჩვენს ფინანსებთან დაკავშირებულ გეგმებსა და საჭიროებებს.
რა არის საკრედიტო რეიტინგი?
საკრედიტო რეიტინგი საკრედიტო ისტორიის ხარისხის ციფრული მაჩვენებელია. რიცხვი რამდენიმე ფაქტორის გათალისწინებით მიიღება: სესხების დროულად გადახდა, ვალების მოცულობა, ახალი სესხების მოთხოვნები. რეიტინგი გამოიყენება ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რათა განსაზღვრონ, ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში რამდენად სანდონი ვართ.
რაზე აისახება ჩვენი საკრედიტო ქულა?
საკრედიტო ქულა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სესხის მოთხოვნის დროს. მაღალი ქულა წინაპირობაა იმისა, რომ სესხი დაბალი პროცენტით, ან უკეთესი პირობებით მივიღოთ, მაგალითად, უფრო დიდი თანხა ან მეტი დრო სესხის დასაფარად. საპირისპიროდ, დაბალი ქულა, ხშირ შემთხვევაში, მაღალ პროცენტსა თუ სესხზე უარყოფით პასუხში ითარგმნება.
როგორ გავარკვიოთ საკრედიტო ქულა?
საკრედიტო ქულის გარკვევა ონლაინ, სხვადასხვა კომპანიის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლებიც კონკრეტულად ამ მიმართულებით გვემსახურებიან. საძიებო სისტემაში „საკრედიტო ქულა“ რომ ჩაწეროთ, არაერთ ასეთ კომპანიას ნახავთ უფასო თუ ფასიანი სერვისებით. ასევე, შესაძლებელია, თქვენს მომსახურე ბანკს მიმართოთ.
შესაძლებელია, თუ არა ცუდი საკრედიტო ისტორიის გამოსწორება?
ზემოთ იმაზეც ვისაუბრეთ, რა გამოწვევებს გვიჩენს ცუდი საკრედიტო ისტორია, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ შეცდომების გამოსწორება აქაც შესაძლებელია, რაც, ცხადია, ჩვენს დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ფინანსური პასუხისმგებლობის დროულად გადახდა და ახალი ვალდებულებების დამატება. ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ კონსულტაციას ფინანსურ მრჩეველთან, რომელიც ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი კარგი ამბავი კი ისაა, რომ ბანკებმა უარიც რომ გითხრან სესხზე, თქვენ შეგიძლიათ, „მოგოს“ სერვისით ისარგებლოთ და თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ, ავტომობილის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნებით!
როგორ შევინარჩუნო კარგი საკრედიტო რეიტინგი?
კარგი საკრედიტო რეიტინგის შესანარჩუნებლად საჭიროა ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობით მოკიდება: სესხების დროულად გადახდა, სესხების შემცირება და ახალ სესხებზე მოთხოვნების შეზღუდვაც. ასევე, სასურველია, ჩვენი საკრედიტო რეიტინგის რეგულარულად შემოწმება, რომ მოულოდნელი უსიამოვნო შემთხვევებისგან თავი ავირიდოთ და საეჭვო მოცემულობის შემთხვევაში, შესაბამის ზომები დროულად მივიღოთ.
დასკვნა
რომ შევაჯამოთ, საკრედიტო ისტორია და რეიტინგი ჩვენი ფინანსური სანდოობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. მათი სწორი მართვა გვეხმარება არა მხოლოდ სესხის უკეთესი პირობებით მიღებაში, არამედ საერთო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში. როგორც ყველაფერში, საკრედიტო ისტორიის შექმნის პირობებშიც მთავარი დისციპლინაა: პასუხისმგებლობებს ერთგულად მიყოლა, პრევენციის მიზნით, რეგულარული შემოწმება, ფინანსური ვალდებულებების აღების მოტივებში ცხადად გარკვევა.