მოგოს დახმარებით შეარჩიე სასურველი მანქანის მოდელი
18.02.2022
თუ ავტომობილის შეძენა გადაწყვიტეთ წინ დიდი დროითი რეურსის დახარჯვა გელით განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ გინდათ, რომ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული ავტომობილი შეიძინოთ. იმისთვის, რომ მანქანის შეძენის შემდეგ თქვენი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩეთ, აუცილებელია, რომ შერჩევის პროცესში სწორი აქცენტები დასვათ. სასურველი მანქანის ყიდვის დროს კი ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.
ეს სწორი აქცენტები კი თქვენი პრიორიტეტებია. რა გაინტერესებთ მანქანაში ყველაზე მეტად? ის რომ იყოს ეკონომიური და ჰქონდეს დაბალი წვა, ის რომ ტევადი იყოს თქვენი ავტომობილი და კარგად ეყოს დიდ ოჯახს თუ კონკრეტულ ლანდშაფტზე გადაადგილებისთვის გსურთ, რომ იყოს გათვლილი თქვენი ახალი შენაძენი?
თუკი ავტომობილის შერჩევა თქვენთვის რთული პროცესია, ამ ბლოგით მოგო ეცდება დროითი რესურსის დაზოგვაში დაგეხმაროთ და აგარჩევინოთ თქვენზე მორგებული ავტომობილები.
მოგოს რჩევები კი თქვენთვის პრიორიტეტი მანქანის ეკონომიურობაა:
იმ შემთხვევაში თუ სასურველი მანქანის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევთ ავტომობილის ეკონომიურობას, მოგო ჰიბრიდულ მანქანებს გირჩევთ. მოდით, აქვე დავაზუსტოთ რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ავტომობილის ეკონომიურობა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ავტომობილის ღირებულება იყოს, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეალურად ეკონომიურობა არა მანქანის შესაძენად გადახდილ ნომინალში გამოხატება, არამედ იმაში თუ რა ჯდება მისი შენახვა. მანქანის ეკონომიურობა მისი მოვლის, შეკეთების, ნაწილების და საწვავის ხარჯები უფრო მეტადაა. ამ მხრივ კი ყველაზე მეტად ჰიბრიდული მანქანები გამოგადგებათ. განსხვავებით ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანებისგან, ჰიბრიდი ძალიან ცოტა რაოდენობის საწვავს მოიხმარს განსაკუთრებით კი ქალაქში გადაადგილების პირობებში. მოგო შემდეგ ჰიბრიდულ მანქანებს გირჩევთ, რომელთა შეძენა მოგოს ლიზინგით შეძლებთ:
სანამ უშუალოდ ჩამონათვალზე გადახვიდოდეთ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია რატომ არის ონლაინ ავტოლიზინგი თქვენი დისკომფორტების მომგვარებელი.
ახლა კი უშუალოდ იმ ავტომობილების ჩამონათვალზე გადავიდეთ, რომელთაც მოგო გირჩევთ:
- Toyota prius – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰიბრდული მოდელი სწორედ ტოიოტა პრიუსია, რომელიც უდაოდ გამოირჩევა თავისი გამძლეობით, დაბალი წვით და საბოლოოდ ეკონომიურობით.
- Ford Fusion – თუკი ეკონომოირთან ერთად თქვენი პრიორიტეტი ვიზუალიცაა, ფორდ ფიუჟენზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მანქანა თავისი გამავლობითაც გამოირჩევა.
- Honda Insight – ეკონომიურობასთან ერთად ეს ავტომობილი ხარისხით გამოირჩევა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ მანქანის სწრაფი აჩქარებაც.
თუკი საოჯახო და ეკონომიურ მანქანებს ეძებთ:
თუ დიდი ოჯახი გყავთ თქვენი აუცილებელი პრიორიტეტი ეკონომიურობაზე მეტად შეიძლება მისი ტევადობა იყოს. ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ მოგო მანქანების არასრულ ჩამონათვალს:
- Honda Accord – ეს მანქანა ოჯახური მოხმარებისათვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჰონდა აკორდს დიდი ტევადობსი საბარგული აქვს, რაც მცირე თუ დიდ მანძილზე გადაადგილებისას აუცილებლად გამოგადგებათ. ამას გარდა, ჰონდა აკორდი ჰიბრიდული მოდელია და წვის ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
- Volkswagen Tijuana – ეს მანქანა ეკონომიურობით და დაბალი ღირებულებით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან გამორჩეულია ტევადობით, უსაფრთხოებითა და გამძლეობით. გზის კარგი ხედვა აქვს და არის ძალიან კომფორტული.
- Volvlo XC60 – ოჯახისთვის ნამდვილად ხელსაყრელი არჩევანია ვოლო განსაკუთრებით კი XC60, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებით, ტევადობითა და გამძლეობით.
- Toyota Rav4 ჰიბრიდი – ყოველდღიური მოხმარებისთვის ზედგამოჭრილი მანქანაა. არის გამძლე, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ კლიმატსა და ლანდშაფტზე გათვლილი.
თუკი გსურთ ნახოთ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები ყველაზე იაფად მოგოს პარტნიორ www.autosale.ge-ზე შეგიძლიათ მოიძოთ მეორადი მანქანები საქართველოში.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi | უკულიზინგი