ავტო ლიზინგი თუ ავტო სესხი?
17.02.2022
დღევანდელი ადამიანი საკუთარი გრაფიკითა და ყოველდღიური ცხოვრებით საკმაოდ დატვირთულია. ჩვენთვის ყველაზე ძვირად დრო ფასობს და დროსთან ერთად ის საგნები, ნივთები თუ გარემოებები, რაც დროის დაზოგვაში გვეხმარება. ავტომობილიც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ადამიანის ყოველდღიურობაში ავტომობილი არის დროითი რესურსის უკეთ განაწილების ერთ-ერთი აუცილებელი ხელსაწყო.
ავტომობილის მნიშვნელობაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით, თუმცა დავის საგანი შეიძლება იყოს ის, თუ რომელი ალტერნატივაა საუკეთესო სასურველი ავტომობილის შესაძენად. საუკეთესო შემთხვევა ერთიანი ფულის არსებობა და ერთიანი თანხით მანქანის შეძენაა, თუმცა ხშირად მომხმარებლებს ამის ფუფუნება არ აქვთ. კიდევ ერთი გზა თანხის შეგროვებაა, თუმცა მისი მინუსი დროითი რესურსის დიდი დანახარჯია. ამ პრობლემის, ერთიანი ფულის არარსებობის, მოსაგვარებლად, არსებობენ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ მოკლე დროში სასურველი ავტომობილის შესაძენად საჭირო, სასურველი რაოდენობის თანხას. ამ ფინანსურ ორგანიზაციების სერვისს განეკუთვნება ავტო სესხი და ავტო ლიზინგი. ამ ორს შორის მსგავსებისა და განსხვავების მოძიება კი ხშირად ბუნდოვანია მომხმარებლებისათვის.
დავახასიათოთ ავტო სესხი და ავტო ლიზინი:
ავტომობილის შესაძენად ავტო სესხის აღების შემთხვევაში მომხმარებლის ყოველთვიური გადასახადი მოიცავს ერთის მხრივ სესხის ძირის და მეორეს მხრივ საპროცენტო განაკვეთის დაფარვას.
ლიზინგის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის მანქანის გამოყენების თანხას პლიუს საპროცენტო განაკვეთის თანხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში დაფინანსების საერთო ღირებულება ძირითად შემთხვევებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული სესხის.
იხილეთ მეტი ჩვენს ბლოგზე თუ რა არის ავტო ლიზინგი?
ავტო სესხისა და ავტო ლიზინგის განსხვავება იურიდიულ დონეზე
ავტო სესხითა თუ ავტო ლიზინგით სარგებლობისას მომხმარებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იურიდიული მხარეა. ავტო ლიზინგით სარგებლობისას, მას მერე, რაც მომხმარებელი სალიზინგო კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას, მომხმარებელს ენიჭება ავტომობილის მართვის უფლება, თუმცა ავტომობილი მის მფლობელობაში ხელშეკრულების დასრულებამდე არ გადადის. სალიზინგო ხელშეკრულების დადების შემდეგ ავტომობილის მფლობელი ხდება სალიზინგო კომანია, მაგალითად მოგო.
აღსანიშნავია, რომ სალიზინგო ვალდებულების დაფარვამდე მომხმარებელს ენიჭება მანქანის მართვის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას იხდის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირი.
ავტო სესხით ავტომობილის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი თავიდანვე ხდება მანქანის როგორც მესაკუთრე, ისე მფლობელი. ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს უკანასკნელი დეტალი შეიძლება ავტო სესხის უპირატესობად ჩათვალოს, თუმცა არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო პრიორიტეტული და პრაქტიკული სარგებლის მომტანი აღმოჩდნეს მომხმარებლისათვის ავტო ლიზინგით სარგებლობიას. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკული და კომფორტული ფაქტორი არის მომხმარებელზე მორგებული პირობები:
ავტო ლიზინგის უპირატესობა – მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები
ლიზინგის, უფრო კონკრეტულად კი მოგოს ლიზინგის, ერთ-ერთი უპირატესობა მისი კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებია. უფრო კონკრეტუალდ, მას მერე რაც მომხმარებელი გააფორმებს სალიზინგო ხელშეკრულებას, შესაძლოა მას ვალდებულების დროზე ადრე დაფარვა დასჭირდეს. წინსწრებით თანხის დაფარვა მოგოში ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან გასათვალისწინებელია წინსწრების საკომისიო, რაც ვადაზეა დამოკიდებული.
სალზინგო ვალდებულების დაფარვადმე შესაძლებელია ისიც , რომ მომხმარებელს ავტომობილის გაყიდვა დასჭირდეს, შეიძლებამოხდეს ისეც, რომ მომხმარებელმა ვერ მოახერხოს ვალდებულების დროული დაფარვა. ასეთ დროს მთავარია რომ სალიზინგო კომპანიასა და მომხმარებელს შორის დროული კომუნიკაცია შედგეს. მოგოს პრიორიტეტია ორიმხრივი შეთანხმება და მომხმარებელზე მაქსიმაურად მორგებული პირობები. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ ახერხებთ ვალდებულების დროულად დაფარვას, მოგომ შეიძლება შემოგთავაზოთ გადახდის თარიღის ცვლილება, მიმდინარე თვის საილზინგო თანხის გადავადება და სხვა.
გახსოვდეთ, რომ მოგოში ნებისმიერ მომხმარებელთან მიდგომა ინდივიდუალურია – მოგოს ლიზინგის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ესაა.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi