ავტო ლიზინგი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება
22.12.2021
დღეს, მაშინ, როდესაც ძალიან სწრაფია ცხოვრების ტემპი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ მას. თუ ვერ გავასწრებთ, იქნებ დავეწიოთ მაინც დროს. სწორედ ამ მიზეზით ყველა ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია ყველაფერი პრაქტიკული, კომფორტული, სწრაფი და მარტივი. ამ დახასიათებას უნდა ექვემდებარებოდეს ისეთი ყოფითი ნივთებიც კი, როგორიც ავტომობილია.
საცობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაკარგული ზედმეტი წუთებისა და საათების დრო არავის არ აქვს. ამ ყოფითი პრობლემის მოგვარებაში კი ავტომობილი გვეხმარება. დღეს მანქანა არა თუ კომფორტი, არამედ აუცილებლობაა იმისთვის, რომ ჩვენი დღის განმავლობაში დაგეგმილი საქმეები უფრო სწრაფად და მარტივად მოვაგვაროთ.
როცა დროის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ არც მანქანის შეძენისთვის საკმარისი ფულის შეგროვებაში უნდა დახარჯოს ადამიანმა დრო. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არსებობს უამრავი ფინანსური ორგანიზაცია, რომლებიც ერთიანი ფულის არმქონე მომხმარებელს ერთიან თანხას სთავაზობენ ხშირად უზრუნველყოფის გარეშე. მათ შორისაა მოგოც, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება მანქანის შეძენისას და ისარგებლოთ ლიზინგით, ან იქნებ უკულიზინგით?
- მიზეზი N1 – არ გიწევთ მანქნის შეძენისთვის საჭირო თანხის შეგროვება
ავტო ლიზინგი ყელაზე პრაქტიკულია და რატომ – არ გიწევთ უვადო პერიოდით დაიწყოთ ფულის შეგროვება, ამასობაში ვინ იცი, იქნებ ლარიც გაუფასურდეს დოლართან მიმართებაში და კიდევ უფრო გართულდეს მანქანის შეძენა. მოკლედ, არ ღირს მანქანის შეძენის საჭიროების გახანგრძლივება, უმჯობესია მიმართოთ მოგოს და რამდენიმე დღეში დაიწყოთ მანქანის მართვა.
- მიზეზი N2 – რიგ შემთხვევებში არაა საჭირო თავდები
რიგ შემთხვევებში ლიზინგით სარგებლობისთვის არ გჭირდებათ უზრუნველყოფა, თავდები, სხვა ადამიანები ან საგნები იმისთვის, რომ მოგო თქვენს გადახდისუნარიანობაში დაარწმუნოთ. ძირითად შემთხვევებში საკმარისია თქვენი სურვილი იმისთვის, რომ ლიზიგით ისარგებლოთ (დავაზუსტოთ, რომ ფიზიკური პირის შემთხვევაში თავდების საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, განაცხადის მიხედვით. იურიდიული პირის შემთხვევაში კი თავდები აუცილებელია.)
- მიზეზი N3 – განაცხადის გაკეთების პროცესი
თქვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ლიზინგით სარგებლობისთვის არის განაცხადის გაკეთება, რომელიც გულისხმობს მოგოს ვებ-გვერდზე – განაცხადის ფორმის შევსებას. სულ რამდენმე წუთია საჭირო ამ განაცხადის გასაკეთებლად, თქვენი მხრიდან ეს არ საჭიროებს არანაირ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას.
- მიზეზი N4 – ხელშეკრულების გაფორმება
განაცხადის დადებითად განხილვის შემთხვევაში 24 სამუშაო საათში დაგიკავშირდებათ მოგოს წარმომადგენელი და თქვენ მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას ლიზინგთან დაკავშირებულ თანხებზე, ვადებსა და პირობების შესახებ. შემდეგ ეტაპად კი რჩება ის, რომ მიხვიდეთ მოგოს რომელიმე ფილიალში (რომელიც საქართველოს 5 დიდ ქალაქშია) და გააფორმოთ ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საჭიროა შსს-ს მომსახურების სააგენტოში თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმება. სულ ესაა სრული პროცესი – ძალიან მარტივი, მომხმარებელზე მორგებული და რაც მთავარია პრაქტიკული.
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lombardi| avto lizingi | რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე | mogos manqanebi