რატომ არის ავტოლიზინგი მანქანის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა?
16.12.2021
მაშინ, როდესაც თქვენს დღის წესრიგში ჩნდება მანქანის ყიდვა, ამასთან ერთად თავს იჩენს ისეთ წვრილმანებზე ფიქრი, როგორზეც ამ დრომდე ალბათ სულაც არ გიფიქრიათ. ამ დროს იწყებთ თქვენი ყველანაირი პრეფერენციის გათვალისწინებას და ყოველდღიურობის შეფასებას ისეთი დეტალების ჭრილში, რომელიც მანქანის მოხმარებას უკავშირდება. მომხმარებელს ხშირად სურს, რომ მათი ავტომობილი ერთდროულად აკმაყოფილებდეს უამრავ კრიტერიუმს, მათ შორის: ლამაზ ვიზუალს, კომფორტულობას, ეკონომიურობას, ტევადობის კონკრეტულ ტიპს, წვის, გამავლობის, ცვეთის და სხვა მათთვის შესაფერის დეტალებს. ბოლოს კი, რაც ყველაზე მთავარია და ის რაც ავტომობილის მომავალ მფლობელებს ყველაზე მეტად სურთ არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლონ მათ მანქანის მართვა და ამასთან ერთად შეიძინონ ქონება მათთვის ყველაზე მისაღებ პირობებში.
ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგემხარებათ ლიზინგი და მოცემულ ბლოგში გეტყვით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომაა ავტოლიზინგი მანქანის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა:
ფულადი სახსრების მოძიება მარტივად და მოკლე დროში
თუკი მანქანის შესაძენად არ გაქვთ ერთიანი თანხა, მოგიწევთ, რომ დაიწყოთ თანხის შეგროვება და სამომავლოდ გადადოთ მანქანის შეძენა მანამ, სანამ სასურველი მანქანის შესაბამის თანხას არ შეაგროვებთ. სხვა შემთხვევაში კი შეგიძლიათ მხედვეობაში გქონდეთ ლიზინგი ან უკულიზინგი. ორივე სერვისი გუილსხმობს იმას, რომ სალიზინგო კომპანია სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით გაძლევთ სასურველი მანქანის ღირებულების თანხას, შედეგად კი შესაძლებელია მანქანის შეძენა და მისი მომენტალური გამოყენება.
უკულიზინგის შესახებ მეტის გასაგებად გაეცანით ჩვენს ბლოგს ბლოგს – რა არის უკულიზინგი ?
ლიზინგის სერვისის მიღება და სარგებლობა შეგიძლიათ 1-2 სამუშაო დღეში
ლიზინგის ან უკულიზიგის სერვისი დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურასთან, თუმცა ეს პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია. შეგვიძლია ეს ყველაფერი განვიხილოთ სალიზინგო კომპანია მოგოს მაგალითზე. თუკი გადაწყვეტთ ლიზინგით ან უკულიზინგით სარგებლობას თავდაპირველად საჭიროა გააკეთოთ განაცხადის მოგოს ვებ-გვერდზე განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმავლობაში (სამუშაო დღეებში), დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ მოგო და ამ მომენტიდან თქვენ მოგიწევთ მიბრძანდეთ მოგოს ფილიალში (მოგოს ფილიალები მდებარეობს საქართველოს 5 ქალაქში. თბილისში მას აქვს 4 ფილიალი: ისანში, დიდუბეში, გლდანსსა და დიღომში. რაც შეეხება დანარჩენ 4 ქალაქს, ესენია: რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი და ქუთაისი). ფილიალში მისვლა კი მიზნად ისახავს ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე (მოგოს სახელზე) გადაფორმებისთანავე თქვენ გაფინანსებთ სალიზინგო კომპანია და მომენტალურად იწყებთ მანქანის მართვას.
რას ფიქრობთ, არის თუ არა ლიზინგი ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა?
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lombardi | lizingi | manqanis lizingi | avto lizingi