ავტომობილის ზეთის შეცვლა რეგულარულად - რატომ არის მნიშვნელოვანი?
25.03.2023
როგორც წესი, მანქანა აღიქმევა იმ ქონებად, რომელიც ადამიანს ემსახურება, უქმნის კომფორტს და ყოველდღურ ცხოვრებას უმსუბუქებს, თუმცა იმისთვის, რომ ეს სერვისი დიდი ხნის განმავლობაში და თან ხარისხიან ფორმაში მიიღს ადამიანმა, მნშვნელოვანია, რომ გარკვეული სერვისი მძღოლმაც მიაწოდოს მანქანას და ეს სერვისი მანქანის მოვლას გულისხმობს.
ავტომობილის უკეთესი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, რომ მძღოლომა უყურადღებოდ არ დატოვოს მანქანის ის მინიშნებები, რომლებიც შესაძლოა ავტომობილის პროფილაქტიკაში მიყვანას და შემოწმებას საჭიროებდეს. მისი მოვლის პროგრამა მინიმუმი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კი მისთვის ხარისხიანი ზეთის დროული მიწოდებაა.
რა დანიშნულება აქვს ზეთს მანქანისათვის?
ისევე, როგორც ადამიანს ესაჭიროება საკვები და სასმელი არსებობისთვის, იგივე პრინციპით ავტომობილს სჭირდება ზეთი. ზეთი ატენიანებს მანქანის მოძრავ ნაწილებს, ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს სითბოს გაფანტვას, თუმცა დროთა განმავლობაში ზეთი იშლება, ბინძურდება ჭუჭყით, ნამსხვრევებითა და სხვა ნაწილაკებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტურობის დაკარგვა და ძრავის დაზიანებაც კი. სწორედ ამ მიზეზით, უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეთის დროული გამოცვლა.
რა პერიოდულობითაა რეკომენდირებული ზეთის შეცვლა?
ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობა მძღოლებს ურჩევენ ზეთის შეცვლას ყოველი 8-12 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ან ყოველ ექვს თვეში. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ძრავა ყოველთვის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობდეს.
რატომაა საჭირო მანქანისთვის ზეთის შეცვლა?
1. ძრავის „სიცოცხლის გასახანგრძლივებლად“
ზეთის რეგულარულად შეცვლას რამდენიმე უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხელს უწყობს ძრავის უფრო დიდი ხნით მუშაობას. ზეთის სისუფთავის შენარჩუნებით შესაძლებელია შემცირდეს ძრავის ცვეთა. ეს კი მანქანისთვის არის გადაადგილების შეფერხების პრევენცია.
2. საწვავის ეკონომია
მეორე მიზეზი, ზეთის დროულად შეცვლის აუცილებლობისა ისაა, რომ ზეთის შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს საწვავის ეკონომია. ჭუჭყიანი ზეთი იწვევს ძრავის დატვირთვით მუშაობაას, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გარბენის შემცირება. ზეთის რეგულარულად შეცვლით, შესაძლებელია მანქანის საწვავის ეფექტურობა გაუმჯობესდეს.
3. ავტომობილის უკეთესი მუშაობა
მესამე საკითხი, თუ რატომაა ხარისხიანი ზეთის დროული ცვლილება აუცილებელი ისაა, რომ სუფთა ზეთი ხელს უწყობს ძრავის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკეთესი აჩქარება, გლუვი გადართვა და მთლიანობაში ავტომობილის უკეთესი მუშაობა.
4. უსაფრთხოება
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ზეთის დროული შეცვლა მძღოლს არიდებს გაუთვალისწინებელ რისკებს და იცავს შესაძლო საფრთხისაგან. უხსრისხო ზეთმა ან უბრალოდ მისმა არადროულმა შეცვლამ შეიძლება მანქანა ისეთ გაუმართავ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მძღოლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. რატომ უნდა მოხდეს ფატალური შემთხვევები მაშინ, როცა ზეთის შეცვლა ხელმისაწვდომი და მარტივი პროცესია?
5. ნარჩუნდება ავტომობილის საბაზრო ღირებულება
ავტომობილი ნებისმიერი ადამიანისათვის არის საკმაოდ დიდი მოძრავი ქონება. ამ ქონების ღირებულება კი სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად დიდწილად მის მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს ერთის მხრივ ვიზუალური და მეორეს მხრივ, ტექნიკური. სწორედ მის ტექნიკურ მდგომარეობას, გამართულობას, უსაფრთხო გადაადგილებას და კარგ მუშაობა განსაზღვრავს ხარისხიანი ზეთის დროული ცვლილება. ხოლო მაშინ, როცა მწყობრშია მანქანის ყველა ნაწილი, ძრავი, აჩქარება, გლუვია სიჩქარეების გადართვა და სხვა, მანქანის გასაყიდი ფასიც მაღალია.