მავნე ჩვევები, რომლებიც ავტომობილს აზიანებს
29.03.2023
ნებისმიერ მანქანის მძღოლლს სურს, რომ მისი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში იყოს ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად შეულახავი. საბედნიეროდ, მანქანის ცვეთის თავიდან არიდება შესაძლებელია და ეს დამოკიდებულია მანქანის მოვლაზე. ზოგიერთ მძღოლს კი აქვს მანქანის მართვასთან და მოვლასთან დაკავშირებული ცუდი ჩვევები, რომლებიც აზიანებენ მანქანას და ამცირებენ მის „სისიცოცხლის ხანგრძლივობას“.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ იმ ცუდი ჩვევების ჩამონათვალს, რომელთაც მანქანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ.
საწვავის მინიმალური დონით მანქანის ხშირი მართვა
ხშირად, ადამიანები ხარჯებს გარკვეულ ლიმიტებს ვუწესებთ და ეს მანქანის მოვლასა და მისი ბენზინით მომარაგებასაც ეხება. ეს უკანასკნელი კი ავტომობილისთვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიზეზი შემდეგია - საწვავის ტუმბო, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ავზიდან ძრავს საწვავი მიეწოდოს, სრულად უნდა იყოს დაფარული ბენზინით ან დიზელით. როდესაც ავზში საკმარისი რაოდენობის საწვავი არ არის, ანუ არ იფარება ტუმბო, დროთა განმავლობაში ტუმბო მწყობრიდან გამოდის. ეს განსაკუთრებით მწვავე საკითხია დიზელით მომუშავე მანქანისათვის. ამ მიზეზით, უმჯობესია, რომ გამოუვალი მდგომარეობების გარდა, საწვავის დონე ავზში მინიმალურზე ცოტათი მეტი მაინც ყოველთვის იყოს.
ცივი ძრავის დატვირთვა და მაღალ ბრუნვაზე მუშაობა
არსებობს მითი, რომ მაშინ, როცა მანქანის ძრავი ცივია, მისი გათბობის დაჩქარებისთვის უმჯობესია ძრავის მაღალ ბრუნვაზე მუშაობა. სინმდვილეში, მსგავსი ქცევა ძრავს აზიანებს. ამ დროს ზეთი ვერ ასწრებს გათბობას, ეს იწვევს იმას, რომ მოძრაობაში ძრავის დეტალები საკმარისად გაპოხილი არაა და ამ მოცემულობაში მაღალი ბრუნი არის ზიანის მომტანი. ცივ ძრავს, 20-30 წამის განმავლობაში ადგილზე მუშაობა ესაჭიროება, შემდეგ მისი დაძვრაა საჭირო და უმჯობესია პირველი 15-20 წუთი მისი სიჩქარე რადიკალურად არ გაიზარდოს.
მყისიერი და მოულოდნელი დამუხრუჭება
მოულოდნელმა დამუხრუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს მანქანის სამუხრუჭე ხუნდებისა და როტორების გადაჭარბებული ცვეთა. ამ ნაწილებთან დაკავშირებული პროფილაქტიკაში ვიზიტი კი საკმაოდ ძვირადღირებული ხარჯი შეიზლება აღმოჩნდეს. გარდა ფინანსური ხარჯისა, ძლიერმა დამუხრუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს მანქანის მოულოდნელი მოცურება ან კონტროლის დაკარგვა, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს როგორც ამ მანქანაში მჯდომი მძღოლისთვის, ისე სხვა მძღოლებისათვის.
გამაფრთხილებელი ნათურების იგნორირება
როდესაც გამაფრთხილებელი შუქები გამოჩნდება თქვენი მანქანის დაფაზე, მნიშვნელოვანია, რომ მათ სერიოზულად მოეკიდოთ. გამაფრთხილებელი შუქების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მანქანის ძრავის ან სხვა კომპონენტების სერიოზული დაზიანება. თუ ხედავთ გამაფრთხილებელ შუქს, მიიყვანეთ თქვენი მანქანა მექანიკოსთან რაც შეიძლება მალე, შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ხელის მუხრუჭის გამოუყენებლობა
ხელის მუხრუჭის გამოყენება, პარკირების დროს მნიშნელოვანია როგორც მანქანის დაღმართზე, ისე სწორ ადგილზე პარკირების დროს. ხელის მუხრუჭის გამოუყენებლობა გულისხმობს იმას, რომ გაჩერებისას მანქანის მთელი მასა აწვება გადაცემთა კოლოფის ხრუტუნა მექანიზმს და დროთა განმავლობაში ეს იწვევ მისი ფუნქციონირების მორღვევას.
მანქანის ზედმეტი წონით გადატვირთვა
მანქანის ზედმეტი წონით გადატვირთვამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ავტომობილის დაკიდების სისტემა, მუხრუჭები და საბურავები. ამ მავნე ჩვევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მანქანას უფრო მეტი საწვავი დასჭირდეს და გაიზარდოს უბედური შემთხვევების რისკი. ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი მანქანის წონის ლიმიტი და მოარიდეთ მას ზედმეტი ტვირთი.
სისწრაფე
სიჩქარის გადაჭარბება არა მხოლოდ საშიშია, არამედ შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანას. მაღალი სიჩქარით მართვამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მანქანის საბურავების, მუხრუჭების და დაკიდების გადაჭარბებული ცვეთა. გარდა ამისა, სიჩქარის გადაჭარბებამ შეიძლება გაზარდოს ავარიების რისკი.
აქ ჩამოთვლილმა მართვის ჩვევებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს მანქანას და შეამციროს მისი „სიცოცხლის ხანგრძლივობა“. მათი თავიდან აცილებით და უსაფრთხო მართვის პრაქტიკით, შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაში და დაზოგოთ ფული, რომელიც მისი შეკეთებისთვის მუდმივად იქნება საჭირო. გახსოვდეთ, რომ თქვენი მანქანის რეგულარული შემოწმება და შეკეთება მნიშვნელოვანია.
ასევე იხილეთ: მანქანის მოვლის რჩევები მოგოსგან | avto sesxi |