რა უნდა ვიცოდე „ტექდათვალიერების“ შესახებ?
09.07.2024
თუ საქართველოში ფლობ ავტომობილს, კანონით ვალდებული ხარ, რომ გაიარო ტექნიკური შემოწმება, ანუ ტექდათვალიერება, რომელიც სულ რაღაც 15-20 წუთიან პროცედურას გულისხმობს. სხვადასხვა ქვეყანაში ავტომობილის ინსპექტირება ცნობილია როგორც "MOT" ტესტი და შექმნილია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ავტომობილი ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს.
როდის უნდა ჩაუტარდეს მანქანას ტექინსპექტირება?
ეს დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელზე, ანუ „ასაკზე“. განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევა:
- თუ მანქანის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი - ტექდათვალიერება საჭირო არაა.
- თუ მანქანის გამოშვებიდან 4-დან 8 წლამდეა გასული - ტექდათვალიერება საჭიროა 2 წელიწადში ერთხელ.
- თუ მანქანის გამოშვებიდან გავიდა 8 და მეტი წელი - ტექდათვალიერება საჭიროა ყოველ წელს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მანქანა ჩამოყვანილია სხვა ქვეყნიდან, მისი ტექდათვალიერება უნდა მოესწროს განბაჟებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში.
რა მოწმდება ტექნიკური ინსპექტირების დროს?
გამოყოფილი გარკვეული კრიტერიუმები და კომპონენტები, რის მიხედვიტაც მოწმდება ავტომობილი ტექდათვალიერების დროს. ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- იდენტიფიცირდება სატრანსპორტო საშუალება;
- მოწმდება სამუხრუჭე აღჭურვილობა;
- საჭით მართვის სისტემა;
- ხილვადობა;
- ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
- ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
- შასი და მისი შემადგენლები;
- სხვა მოწყობილობები;
- უარყოფითი ზემოქმედება;
- ეწყობა დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
რა ხდება თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას?
თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მას გადაეცემა სია იმ დეტალებისა, რის მიხედვითად დახარვეზდა მანქანა და მომდევნო 30 კალენდრული დღის განმავლობაში მძღოლმა უნდა მოაწესრიგოს ეს ხარვეზები. ამის შემდეგ, ტექინსპექტირების ცენტრში მისვლისას მოწმდება მხოლოდ ის დეტალები, რომლებიც წინა შემოწმებისას დახარვეზდა. თუკი მანქანამ კიდევ ვერ გაიარა ტექინსპექტირება, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ასეთ დროს მძღოლები პირველად ტექინსპექტირებას ატარებენ ხოლმე მანქანას და ასე კიდევ ერთხელ 30 დღიანი ვადა ენიჭება მძღოლსა და ავტომობილს ხარვეზების გამოსასწორებლად.
რა საბუთებია საჭირო ტექდათვალიერებისთვის?
- ავტომობილის ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტო
- პირადობის მოწმობა (სასურველია)
- თუ ავტომობილი მუშაობს გაზზე, საჭიროა გაზის საბუთი
შესაძლებელია, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მფლობელმა არ მიიყვანოს?
დიახ, შესაძლებელია. ავტომობილის მიყვანა შესამოწმებლად ნებისმიერ პირს შეუძლია, მთავარია თან იქონიოს ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტოსურათი.
რა ღირს ტექნიკური შემოწმება?
ტარიფი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში ფასები ერთნაირია. ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება განსხვავდება მხოლოდ ავტომობილის ტიპის მიხედვით. 2024 წელს მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერების ფასი 60 ლარია, ელქტრომობილის კი 48 ლარი.
სად შემიძლია ჩემი მანქანის შემოწმება?
საქართველოს მასშტაბით არის რამდენიმე ინსპექტირების ცენტრი, სადაც შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის შემოწმება. ამ ცენტრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს და დაკომპლექტებულია მომზადებული, პროფესიონალი ინსპექტორებით. შეგიძლიათ ეწვიოთ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრს.
ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექდათვალიერების გავლა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ადამიანების უსაფრთხოებას უკავშირდება.
როგორ ეძებენ ამ გვერდს: ტექდათვალიერება | teqdatvaliereba | tekdatvaliereba | ტეხასმოტრი | texasmotri
ასევე იხილეთ საინტერესო სტატიები: სკუტერის აქსესუარები | ძრავის ზეთის შეცვლა | მართვის მოწმობა | დამატებითი შემოსავალი