2023 წლის 10 საუკეთესო მანქანა
13.04.2023
2023 წელს, 200 გატესტილი მოდელიდან, გამოიყო TOP 10, რომელთა ჩამონათვალსაც გთავაზობთ მოცემულ ტექსტში:
“10 საუკეთესო მანქანა“ უცნაურად ჟღერს, ნებისმიერ მძღოლის პრეფერენციები განსხვავებულია და რთულია თქვა, რომ ერთი ადამიანისთვის „საუკეთესო“ მანქანა სხვისთვისაც იგივე შეფასების მქონე შეიძლება იყოს, თუმცა მართლაც არსებობს საუკეთესო მანქანების ჩამონათვალი, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება. ექსპერტები სხვადასხვა ტესტირებების და კრიტერიუმების შედეგად ავტომობილებს ანიჭებენ ქულებს და საბოლოოდ განსხვავებული ავტომობილების კატეგორიაში ვიღებთ საუკეთესო ავტომობილების სიას.
კრიტერიუმი მრავალია, მაგალითად, უსაფრთხოება, სანდოობა, დიზაინი, ტექნოლოგია, მომხმარებლის კმაყოფილება და სხვა.
2023 წელს, 200 გატესტილი მოდელიდან, გამოვლინდა TOP 10, რომელთა ჩამონათვალსაც გთავაზობთ მოცემულ ტექსტში:
საუკეთესო კომპაქტური მანქანა - 2023 Honda Civic - ჰონდა სივიკი
Honda Civic - იგივე ჰონდა სივიკი - მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული არჩევანია მძღოლებისათვის და ეს არც 2023 წელსაა გამონაკლისი. კომპაქტური მანქანა შესანიშნავია ქალაქში გადასაადგილებლად, თავისი მცირე ზომისა და საწვავის შესანიშნავი ეკონომიურობის გამო. 2023 წლის Honda Civic-ს აქვს დახვეწილი დიზაინი, სპორტული ვიზუალის წინა ცხვირი და LED ფარები. ინტერიერიც რომ განვიხილოთ, შიდა ფართობი დიდია და საბოლოოდ კომფორტულია, მგზავრებისთვის ფეხების დიდი ადგილით. მანქანას ასევე გააჩნია უსაფრთხოების მთელი რიგი მახასიათებლები, მათ შორის ზოლიდან გასვლის გაფრთხილება და ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭების მექანიზმი.
საუკეთესო საშუალო ზომის მანქანა - 2023 Honda Accord - ჰონდა აკორდი
Honda Accord - იგივე ჰონდა აკორდი - არის დახვეწილი და ელეგანტური სედანი, რომელიც გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიითა და უსაფრთხოებით. თავისი აეროდინამიკური დიზაინითა და გლუვი ხაზებით ის აუცილებლად აქცევს გადაადგილებას კომფორტულს. სალონი არის ფართო და კომფორტული, უამრავი ადგილით მგზავრებისა და ბარგისთვის. Accord აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, მათ შორის სენსორული საინფორმაციო გასართობი სისტემით, Bluetooth კავშირით და პრემიუმ ხმის სისტემით. უსაფრთხოების მახასიათებლები მოიცავს ზოლიდან გასვლის გაფრთხილებას, წინ შეჯახების გაფრთხილებას და ადაპტირებულ კრუიზ კონტროლს. ამ მოდელის მართვა გულისხმობს თანამედროვე და კომფორტულ არჩევანს, საიმედოობას და საწვავის ეფექტურ მოხმარებას.
საუკეთესო დიდი ზომის მანქანა (Full size car) – 2022 Toyota Avalon - ტოიოტა ავალონი
დახვეწილი და თანამედროვე ტოიოტა ავალონი - იგივე Toyota Avalon - გამოირჩევა სპორტული ვიუალით. მისი ინტერიერი მგზავრების კომფორტზეა გათვლილი იმდენად რამდენადაც საკმაოდ დიდი სივრცეა სალონში. ავალონს აქვს ძალიან კარგი აჩქარება, ძრავა დაწყვილებულია რვა სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით, რომელიც მოძრაობს შეუფერხებლად და უზრუნველყოფს საწვავის შესანიშნავი ეფექტურობას.
საუკეთესო კაბრიოლეტი - 2023 Mazda MX-5 Miata - მაზდა მიატა
2023 წლის Mazda MX-5 Miata - იგივე მაზდა მიატა - არის დახვეწილი და სპორტული კაბრიოლეტი, რომელიც გამოირჩევა აეროდინამიკური დიზაინით. MX-5 Miata შექმნილია სიჩქარისა და სისწრაფისთვის. სპორტული სალონი და კომფორტული სავარძლები, რომლებიც სხეულის ფორმას იღებს, შექმნილია მძღოლის მეტი კომფორტისათვის. MX-5 Miata აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიით, მათ შორის სენსორული საინფორმაციო გასართობი სისტემით, Bluetooth კავშირით და პრემიუმ ხმის სისტემით. უსაფრთხოების მახასიათებლები მოიცავს ბრმა წერტილების მონიტორინგს, უკანა გზაჯვარედინზე მოძრაობის გაფრთხილებას და ზოლიდან გასვლის გაფრთხილებას. 2023 წლის Mazda MX-5 Miata თავისი რეაგირებადი მართვისა და მძლავრი ძრავით არის შესანიშნავი მანქანა მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ მართვით სიამოვნების მიღება.
საუკეთესო ნახევრად-კომპაქტური ავტომობილი - 2022 Hyundai Accent - ჰიუნდაი აქცენტი
ჰიუნდაი აქცენტი - იგივე Hyundai Accent - საკმაოდ ხელმისაწვდომი მანქანაა და ცნობილია საწვავის ეფექტურობით. ის დაახლოებით 6-7 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე. მისი სალონი საკმაოდ ტევადია და სხვა ზემოთ ჩამონთვლილი მანქანების მსგავსად ისიც აღჭურვილია უსაფრთხოებისათვის დამხმარე სენსორებით, წინა შეჯახების გაფრთხილებისა და ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემით.
საუკეთესო ჰეჩბექი - 2023 Toyota Prius Prime - ტოიოტა პრიუსი
ეს მოდელი გამორჩეული საწვავის ეფექტურად მოხმარებით. Toyota Prius Prime - იგივე ტოიოტა პრიუს პრაიმი - კიდევ უფრო ცოტა საწვავს საჭიროებს Hyundai Accent-თან შედარებით. ყოველ 100 კილომეტრზე მას სულ რაღაც 4 ლიტრი საწვავი სჭირდება. რაც შეეხება მის ვიზუალს, სალონი საკმაოდ თანამედორვედაა აღჭურვილი სხვადასხვა მოწყობილობებითა და ფუნქციებით. მას აქვს დიდი სენსორული ეკრანი, უკანა ხედვის კამერა და უსაფრთხოების ფუნქციების ნაკრები.
თავისი დახვეწილი დიზაინით Toyota Prius Prime შესანიშნავი არჩევანია მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური მანქანა.
საუკეთესო ყველგანმავალი - 2023 Kia Niro - კია ნირო
Kia Niro - იგივე კია ნირო - ჰიუნდაი აქცენტისა და პრიუს პრიმას მსგავსად საწვავის ეფექტურად მოხმარებით გამოირჩევა, მისი წვაც დაახლოებით 4-5 ლიტრია ყოველ 100 კმ-ზე. სალონი საკმაოდ დიდია. საბოლოოდ, ეს მანქანა არის მათთვის, ვისაც სურს ჯიპის ტიპის მანქანა, თანაც ისეთი, რომელიც ცოტას წვავს. Kia Niro მისი მახასიათებლების გამო საკმაოდ კომფორტუს ხდის შორ მანძილზე მგზავრობას, იმდენად რამდენადაც მისი ინტერიერის მოცულობა ბევრი ბარგის ტარების საშუალებას იძლევა, მგზავრებისთვის კომფორტულია, წვავს ცოტას და შეუძლია ისეთ ლანდშაფტზე გადაადგილება, როგორზეც სედანს შეიძლება გაუჭირდეს.
საუკეთესო სედანი - 2023 Honda Accord - ჰონდა აკორდი
საუკეთესო საშუალო ზომის მანქანასთან ერთად ჰონდა აკორდი საუკეთეოს სედანების კატეგორიაშიც ოოირველია. უკვ ეწლებია Honda accord საუკეთესო მანქანების ათეულში ხვდება. წელს ეს მოდელი კიდევ უფრო დახვეწილი ვიზუალითაა წარმოდგენილი, უფრო ფართო სალონით, დიდი სენსორული ეკრანით, კლიმატკონტროლით, თავზე ლუქით და სხვა ბევრი მახასიათებლით. ამ მოდელს 192 ცხენის ძალა აქვს, რაც შეეხება წვას, საჭიროებს 6-8 ლიტრს ყოველ 100 კილომეტრზე.
საუკეთესო კუპე - 2023 Chevrolet Corvette - შევროლე კორვეტი
მთავარი მახასიათებელი სიჩქარეა. მას 670 ცხენის ძალა აქვს და 2.6 წამში დაახლოებით 100 კმ/სთ-ს მიღწევა შეუძლია. ეს არის ორ კარიანი, ორ მგზავრზე გათვლილი სპორტული მანქანა, რომლის ღირებულებაც 60 000 $-ს სცდება.
საუკეთესო სპორტული მანქანა - 2023 Mazda MX-5 Miata
2023 Mazda MX-5 Miata -მ საუკეთესო კაბრიოლეტის სტატუსთან ერთად, საუკეთესო სპორტული მანქანის წოდებაც დაიმსახურა. ამ სახელის მოპოვება კი განსაზღვრა მისმა აეროდინამიულობამ, საოცარმა აჩქარებამ და სპორტულმა დიზაინმა.
იხილეთ საინტერესო სტატიები: როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი | texasmotri | სკუტერის აქსესუარები | pravis biletebi