ყველაზე მოთხოვნადი სკუტერები
20.04.2023
რაც დრო გადის, უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები. ამას მრავალი მიზეზი აქვს. სკუტერით მოძრაობა, განსაკუთრებით კი თბილისის ქუჩებში, საუკეთესო გამოსავალია სწრაფად გადაადგილებისათვის. ამის ხელშემწყობი ფაქტორი ისაა, რომ ავტომობილისგან განსხვავებით, საცობების და პარკირების პრობლემები ნაკლებად ეხება სკუტერსა თუ მოპედს, გამომდინარე მათი მცირე ზომიდან. არც საწვავის ფასების ზრდა ეხება მტკივნეულად ამ სატრანსპორტო საშუალებას, რადგან 100 კილომეტრით გადაადგილებისათვის ხშირ შემთხვევაში, 2-3 ლიტრი საწვავიც კი საკმარისია. ყველაფერ ამასთან ერთად, სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, სკუტერი ეკოლოგიური ტრანსპორტია და ნაკლები გამონაბოლქვი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც სკუტერისა და მოპედის დადებითი მხარეების ჩამონათვალს შეგვიძლია შევმატოთ.
საბოლოოდ, ზემოთ დასახელებული და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო, ეს სატრანსპორტო საშუალება დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ადამიანები მას იყენებენ უბრალოდ გადასაადგილებლად და დამატებითი შემოსავლის მისაღებად. თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში, ამ სატრანსპორტო საშუალების მიმართ მოთხოვნა განსხვავებულია, მათი პრეფერენციების შესაბამისად. გამომდინარე აქედან, კითხვაზე, რომელია ყველაზე მოთხოვნადი ან რომელია კონკრეტული მომხმარებლის საყვარელი სკუტერი, პასუხი განსხვავებულია, თუმცა მაინც შეგვიძლია გამოვყოთ 3 მწარმოებელი, რომლებზეც ვიტყვით რომ ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა დიდია. დღეს ქართულ ბაზარზე მოთხოვნად სკუტერებს შორის არის მრავალგზის გამოცდილი და გამძლე Honda, თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილი Yamaha და ვინტაჟური და ყველასთვის საყვარელი Vespa.განვიხილოთ თითოეული მწარმოებელი.
Vespa
ვესპას სკუტერები გამორჩეული და განსაკუთრებული მისი ვინტაჟურობითაა. დახვეწილი, ფერადი და ვინტაჟური ელემენტებით მისი მართვა განსაკუთრებულ ხასიათს სძენს მძღოლს. მოდელის შესაბამისად განსხვავებულია ვესპას წვა, სიჩქარე და ძრავის მოცულობა. 2023 და 2022 წლის მოდელები რომ შევადაროთ, ვესპას ძრავის მოცულობა ძირითადად 125-150 კუბის შუალედში მერყეობს. სიჩქარეც მსგავსია, 90-100 კმ/სთ შუალედში. წვაც ძირითადად 2.5 ლიტრია. ამ პარამეტრებში ერთ-ერთი განსხვავებული მოდელი არის 2023 წლის VESPA GTS SUPER 300 SPORT, რომლის ძრავის მოცულობაც წინა მოდელებთან შედარებით უკვე გაორმაგებულია და 300 კუბს უტოლდება, უფრო სწრაფიცაა, 125 კმ/სთ სიჩქარე აქვს და წვითაც შედარებით მეტი, 3.3 ლიტრი საწვავი ესაჭიროება. ვესპა სუპერ სპორტი ფასის მხრივაც განსხვავებულია, მისი ღირებულება სკუტ სკუტის მაღაზიებში 20 800 ლარია, მაშინ, როდესაც ვესპას სხვა მოდელების ფასი დაახლოებით 6 000 ლარია.
უფრო დეტალური ინფორმაცია ვესპას მოდელებზე შეგიძლიათ იხილოთ სკუტ-სკუტის საიტზე.
ასევე იხილეთ სტატია: სკუტ სკუტ ლიზინგი მოგოში
Honda
ჰონდა გამორჩეულია მისი გამძლეობითა და გამოცდილებით. გამორჩეული ტექნოლოგიური და საინჟინრო შესრულება ჰონდას ერთ-ერთ საიმედო და გამძლე სკუტერად აქცევს. ჰონდას მოდელები გამორჩეულია კომფორტულობით, დაკიდების კარგი სისტემით და წვის ეფექტურობით.
მოდელებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ Honda Dio და Honda Grazia. ჰონდა დიოს 2020-დან 2023 წლამდე გამოშვებული სკუტერები წვის, სიჩქარის და ძრავის მოცულობის თვალსაზრისით ერთნაირია. ძრავის მოცულობა 110 კუბი, სიჩქარე 81 კმ/სთ და წვა 2.5 ლიტრი. ჰონდა გრაციას ძრავის მოცულობები უკვე მცირედით გაზრდილია, 125 კუბს უტოლდება და მისი მაქსიმალური სიჩქარეც 90 კმ/სთ ხდება. წვას რაც შეეხება, აქაც 2.5 ლიტრი საწვავი ესაჭიროება ჰონდას.
ჰონდას მოდელები საკმაოდ ხელმისაწვდომია და მისი ფასი 4 000 - 5 000 ლარის შუალედში მერყეობს.
Yamaha
Yamaha-ს სკუტერები ცნობილია მაღალი ხარისხის ძრავებით, დახვეწილი დიზაინით და მოწინავე ტექნოლოგიით და მისი ერთ-ერთი უპირატესობა კარგი აჩქარებაა.
განვიხილოთ იამაჰას რამდენიმე 2022 წლის მოდელი, მაგალითად, Yamaha Ray, Yamaha Fascinio და Yamaha Aerox. Ray (Yamaha ray ZR hybrid; Yamaha Ray ZR Street rally hybrid) და Fascinio მსგავსი სიმძლავრით და სპეციფიკაციებით ხასიათდებიან. მაგალითად, ძრავას მოცულობა აქვთ 125 კუბი, საკმაოდ დაბალი წვა - 2-2.2 ლიტრი და სიჩქარე დაახლოებით 90 კმ/სთ. იამაჰას მოდელებს შორის სიმძლავრით შედარებით გამორჩეულია Yamaha Aerox, რომლის ძრავიც 155 კუბია, მაქსიმალური სიჩქარეც უფრო დიდი, 111 კმ/სთ აქვს და წვითაც მეტი საწვავი 3.4 ლიტრი ესაჭიროება. ასევე აღსანიშნავია პოპულარული მოდელები 50 კუბურ მეტრამდე მოცულობით Yamaha Vino და Jog. Yamaha Vino ცნობილია თავისი რეტრო დიზაინით და საწვავის ეკონომიური 49cc ძრავით, რაც მას იდეალურს ხდის ქალაქში ტარებისთვის. მეორე მხრივ, Yamaha Jog არის კომპაქტური და მოხერხებული და გააჩნია 49cc ძრავა, რაც მას პოპულარულ არჩევანს ხდის ახალბედა მხედრებს შორის.
იამაჰას მოდელებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, მათი ფასი 4 000-5 000 ლარის შუალედში მერყეობს, თუმცა Yamaha Aerox-ის ფასი სკუტ სკუტის მაღაზიაში 7 780 ლარია.
Yamaha-ს, Vespa-ს, Honda-ს და სხვა მწარმოებლების მოდელები უფრო დეტალური ინფორმაციით შეგიძლიათ იხილოთ სკუტ სკუტის მაღაზიებში და საიტზე.
დამატებით წაიკითხეთ საინტერესო სტატიები - | ტექდათვალიერება| სკუტერის აქსესუარები | რატომ სკუტერი? | სკუტერ ლიზინგი | avto lizingi