რომელი ჯობს: ტაქსი, მანქანის გაზიარება თუ პირადი მანქანა?
16.09.2024
საკუთარი ავტომობილის ყოლა ძალიან კომფორტულია, თუმცა ტრანსპორტირებაზე ზრუნვა მანქანის ყიდვით ხომ არ სრულდება? ავტომობილს შენახვა სჭირდება, მოვლა, სერვისი, საწვავი, დაზღვევა, პარკინგის გადასახადი და სხვ. პირადი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ისიც ხომ ვიცით, რომ არსებობს კომფორტულად გადაადგილების სხვა ალტერნატივებიც, მაგალითად, ტაქსი თუ მანქანის გაზიარების ოფციონი?
შევეცდებით, ამ სტატიაში თითოეული ვარიანტი გაგაცნოთ, რომ თქვენს ცხოვრების წესზე მორგებული არჩევანი გააკეთოთ.
ძირითადი ხარჯები პირადი მანქანისთვის
საქსტატის 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილის მოდელებია:
TOYOTA PRIUS – 45 622 ერთეული, ფასი - 12 000 ლარიდან 20 000 ლარამდე;
OPEL ASTRA – 37 124 ერთეული; 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე
HONDA FIT – 22 860 ერთეული; 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე
MERCEDES-BENZ C 180 – 18 465 ერთეული; 20 000 ლარზე >
OPEL VECTRA - 17 166 ერთეული; 4000 ლარიდან 12 000 ლარამდე
TOYOTA CAMRY – 16 413 ერთეული; 18 000 ლარზე >
TOYOTA RAV 4 – 15 071 ერთეული 80 000 ლარზე >
მანქანის ღირებულება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რომელი წლის მოდელია, რამდენი აქვს გარბენი, ახალია თუ მეორეული, რა ტიპის სერვისს საჭიროებს, საწვავს რამდენს მოიხმარს და სხვ. თუმცა, ფაქტია, საქართველოში სწორედ ისეთი მსუბუქი ავტომობილები ჭარბობს, რომელიც ბიუჯეტურია და უფრო მეტად, ქალაქში მოძრაობაზეა გათვლილი.
რა ღირს მანქანის შენახვა? - ერთ-ერთი ქართული ონლაინპლატფორმის მიხედვით, Მანქანის დიაგნოსტიკის ფასი 30 ლარია, მანქანის პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე.
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკინგის საფასური, 1 წლის განმავლობაში, 50 ლარია (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
აქვე, იმასაც გაცნობებთ, რომ თუ მანქანის საყიდლად საკმარისი თანხა არ გაქვთ, Mogo-ლიზინგის მეშვეობით, შეგიძლიათ, განცხადება ონლაინ შეავსოთ, დაფინანსებაზე პასუხი ძალიან სწრაფად მიიღოთ და სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.
ტაქსის ხარჯები
ტაქსით სარგებლობაზე ფიქრისას ის უნდა განსაზღვროთ, რა სიხშირით და რა მანძილზე, ასევე, დღის რომელ მონაკვეთში გიწევთ მისი გამოყენება, რამდენად დატვირთულია მოძრაობა… თუმცა, ასევე, სხვა ბევრი სპონტანური ფაქტორიც გამოჩნდება ხოლმე. Yell.ge-ს მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებული ტაქსების კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ტაქსი 207, აეროპორტის ტაქსი, ტაქსი - შპს ბედაური, გლობალ ტაქსი, აფრიკა ტაქსი, იანდექს ტაქსი, რედ ტაქსი, ტაქსი მაქსიმი, ტრანსკომი, რენოტაქსი, გლობალ ტაქსი, ბოლტი - ტაქსის უფასო, აპლიკაცია სმარტფონებისთვის, ტაქსი 200 200, ნიუ ტაქსი თბილისი…
დღევანდელი ფასებით თუ ვიმსჯელებთ, მით უფრო, საცობებსაც გავითალისწინებთ, ტაქსით სარგებლობა, არცთუ მოგებიანია. მაღალი ტარიფები, ტრაფიკის გამო, მგზავრობის კიდევ უფრო გაზრდილი ღირებულება თბილისში ტაქსით გადაადგილების საუკეთესო ვარიანტად ნამდვილად ვერ განიხილება.
მანქანის გაზიარების ხარჯები
მანქანის გაზიარების სერვისს საქართველოშიც ვხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია შესაძლებლობას გაძლევთ, აპლიკაციის მეშვეობით, მანქანა წუთობრივად, საათობრივად ან დღიურად იქირაოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შეძლოთ. ავტომობილს ქალაქში თქვენთვის კომფორტულ ზონებში დატოვებთ. ამასთან, საწვავისა და პარკირების თანხა გადახდილი იქნება. თქვენ იხდით ყოველ წუთში 0.18 თეთრს, საათში 16 ლარს, ან 24 საათში - 100 ლარს. მანქანის გაზიარების ფასი დამოკიდებულია მანქანის ტიპზე, მომხმარებლის გამოცდილებაზე, დღის გარკვეულ მონაკვეთებსა და გარკვეულ მარშრუტებზე.
გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს სოციალურ ქსელებში არსებული ჯგუფები, სადაც მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს უკავშირდებიან, თუ ერთი მიმართულებით უწევთ გადაადგილება, საწვავის თანხას იყოფენ. ასე, იაფად და კომფორტულად მიდიან დანიშნულების ადგილამდე. თუმცა ეს ალტერნატივა არასტაბილური და უფრო ხშრად კეთილ ნებაზე დაფუძნებულია ხოლმე.
რომელი ავირჩიო?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის პირობები, როდესაც პერსონალურ მანქანას ვერაფერი შეცვლის. მაგალითად, ოჯახური მდგომარეობა, ხშირი მოგზაურობა, მანქანის შემოსავლის წყაროდ გამოყენების შესაძლებლობა და სხვა.
ამიტომ, ისევ და ისევ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა ბიუჯეტის ფარგლებში გიწევთ ყოველდღიურად გადაადგილება, რა გიქმნით კომფორტს და რის შეცვლას ისურვებდით. აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მოდელის ავტომობილისა თუ სკუტერის შეძენა მოგო ლიზინგის მეშვეობით ძალიან მარტივად, ონლაინ შეგიძლიათ.