მანქანის გამონაბოლქვის კონტროლი: რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
21.10.2024
მანქანებიდან გამოყოფილი ნახშიროჟანგი (CO2) გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გლობალური დათბობის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, ნახშირბადის კვალის შემცირებისთვის ზომებებს მიღება. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა კი, ჩვენი ავტომობილებიდან CO2-ის გამოყოფის კონტროლია.
CO-ემისიების კონტროლი საქართველოში
ავტომანქანის ტექდათვალიერება აუცილებელი პროცედურაა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ დადგენილ კონკრეტულ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი. საქართველოში ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლიდან განახლდა და სტანდარტებში მრავალი ცვლილება შევიდა.
2021 წლის 1 იანვრიდან ცვლილებები შეეხო გამონაბოლქვის (CO) მაჩვენებლებს. კერძოდ, ბენზინზე მუშაობის შემთხვევაში CO სტანდარტია 0.6 როგორც მაღალ, ასევე დაბალ ბრუნზე. დიზელის შემთხვევაში - 2.5, ხოლო ტურბოდიზელისთვის - 3.0. 2020 წლის 1 აპრილიდან რეგისტრირებული ავტომობილებისთვის კი დაბალ ბრუნვაზე - 0.5, მაღალზე - 0.3. რაც შეეხება ლამბდა კოეფიციენტს, მისი დიაპაზონია 1+-0.03.
მნიშვნელოვანია, რომ გამონაბოლქვის ვიზუალური დათვალიერებისას, ავტომანქანას არ გამოსდიოდეს მოლურჯო-მონაცრისფრო ან შავი კვამლი.
2023 წლის სექტემბრიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გზებზე ავტომანქანების ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგი ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით ნებისმიერი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას ამოწმებენ და გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონეს განსაზღვრავენ. თუ მაჩვენებელი კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო იქნება, ავტომობილის მფლობელს100 ლარის გადახდა დაეკისრება, ხოლო 30 დღეში გამეორების შემთხვევაში - 300 ლარი.
გაზრდილი CO-ის მიზეზები
ავტომობილის გამონაბოლქვის მილში CO-ის დონის მატება შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კატალიზატორის პრობლემები. კატალიზატორი პასუხისმგებელია მავნე ნივთიერებების, მათ შორის, ნახშირორჟანგის, შემცირებაზე. თუ ის გაფუჭდა ან დაბლოკილია, CO-ის დონე გამონაბოლქვაში გაიზრდება.
სხვა შესაძლო მიზეზებია: აალების სანთლები, ჰაერის ფილტრი, საწვავის გაზრდილი მოხმარება, ძრავის დეტონაციები, წვის სუნი… ნებისმიერი ამ პრობლემისას, ძრავა ვერ ახერხებს საწვავის სრულ წვას, რის შედეგადაც მატულობს გამონაბოლქვის ტოქსიკურობა.
CO-ის დონის შესამცირებლად აუცილებელია ამ პრობლემების აღმოფხვრა. კერძოდ, კატალიზატორის შეცვლა/გასუფთავება, აალების სანთლების შეცვლა, კარბურატორის/აირბლოკის სწორად დარეგულირება და სხვ.
თუ თქვენი მანქანა მაღალი გამონაბოლქვის დონის გამო დაჯარიმდა, მისი შეცვლა, Mogo-ს დახმარებით, ახალი ავტომობილით შეგიძლიათ. კომპანია, ავტომობილის შესაძენად, სხვადასხვა ლიზინგურ პაკეტს გთავაზობთ.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება აუცილებელია როგორც გარემოს დასაცავად, ასევე სუბიექტურ ჭრილშიც. უკონტროლო გამონაბოლქვები იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ავტომობილების რეგულარული ტექმომსახურებითა და სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შევამციროთ.