ყველაზე საიმედო მანქანები მეორად ბაზარზე
18.12.2023
მეორადი ავტომობილების შეძენა მიღებული პრაქტიკაა, ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური და კარგი ალტერნატივა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებისთვის. ზოგადად, მეორადი მაქანების ღირებულება დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელზე, მიმდინარე მდგომარეობასა და მახასიათებლებზე. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მარკისა თუ გამოშვების მანქანის შეძენა Mogo-ლიზინგის მეშვეობით შეგიძლიათ!
ყველაზე საიმედო მანქანები მეორად ბაზარზე - ამ სტატიაში გაგიზიარებთ იმ ბრენდებსა და მოდელებს, რომელიც საქართველოში პოპულარულია მათი სანდოობისა და უსაფრთხოების მარავლწლიანი გამოცდილებითა და ხელმისაწვდომი ფასით.
Toyota Prius
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეორადი მანქანა სწორედ „ტოიოტა პრიუსია“. მისი ფასი $2900-დან $5000-მდე მერყეობს. ეკოლოგიურია, ეკონომიური და საიმედო - უსაფრთხოების ტესტებში 5-ვარსკვლავიანი შეფასებით.
Toyota Vitz
პირველი და მეორე თაობის Toyota Vitz ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნების კუთხით, საინტერესო ალტერნატივაა. ბრენდი პირველად აუდიტორიის წინაშე 1998 წელს, პარიზის ავტოშოუზე გამოჩნდა. პირველი თაობის ავტომობილმა, უსაფრთხოების ტესტში, 5-დან 4 ვარსკლავი მიიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც 2005 წელს, Toyota-მ Vitz-ის განახლება გადაწყვიტა, მეორე თაობის ავტომობილმა უკვე მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. საქართველოს ბაზარზე პირველი თაობის Vitz-ის ფასი 1500-დან 3000 დოლარამდე, ხოლო მეორე თაობისა - $2500-დან $5000-მდე მერყეობს.
Honda Civic
2026 წელს, Honda Civic მე-12 თაობის გამოსვლას გვპირდება. მანამდე კი, Civic ბევრისთვის საყვარელი ბრენდია, რომელმაც დროსთან ერთად ყველა ტესტირებას გაუძლო და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. 2013 წლის პერიოდში Civic-ს უსაფრთხოების ფუნქციები დაემატა. სწორედ ამ წლის მოდელის შეძენა შეგიძლიათ 5000 დოლარის ფარგლებში. უფრო ძველი კი 2400-4800 დოლარშია ხელმისაწვდომი.
Honda Fit
„ჰონდა“ ყოველთვის უსაფრთხოებასა და საიმედოობასთან ასოცირდებოდა. 2007 წელს მან იაპონიის წლის ავტომობილის ტიტულიც მოირგო. 2014 წლამდე, Honda Fit-ს უსაფრთხოების ტესტში 4 ვარსკვლავი ჰქონდა, თუმცა ავტომობილის დახვეწასთან ერთად, 5-ვარსკლავიანმა შეფასებამაც არ დააყოვნა. ამ ავტომობილის ფასები 2200-დან 4900 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი ჰიბრიდული მოდელებია.
Toyota Corolla - E14 და E15 მოდელები
ამერიკული ჟურნალის, Consumer Reports-ის რეიტინგში, სედანებს შორის, პირველ ადგილზე Toyota Corolla მოხვდა. ექსპერტები ხაზს უსვამენ მის ფართო სალონს, საწვავის ეკონომიურ ხარჯვას, სანდო ძრავებსა და მაღალ ლიკვიდურობას მეორად ბაზარზე.. ავტომობილი, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ, 2006 წლიდან გამოდის. საბაზისო, 1.8-ლიტრიანი ძრავა 126 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილს 500 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ღირებულება - $5000-ის ფარგლებში.
Toyota RAV 4
მეორე თაობის კომპაქტური კროსოვერ SUV 2004-05 წლებში გამოდიოდა და ქართული აუდიტორია დღემდე დიდ ინტერესს გამოხატავს სამკარიანი, ხუთკარიანი, თუ სხვადასხვა ძრავის არჩევის შესაძლებლობის მქონე, სანდო და გამძლე მოდელის მიმართ. ავტომობილის 2.4-ლიტრიანი ძრავა 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ფასები ასე გამოიყურება: $2500-4500. Toyota RAV4 არამხოლოდ საქართველოშია პოპულარული, ის მსოფლიო ბაზარზეც ყველაზე საიმედო მეორადი ავტომობილის რიგებშია. მოდელის მფლობელების ორი პროცენტის ერთადერთი საჩივარი დაკიდების სისტემაა.
Mercedes E (W210)
მანქანის ხელოსნების ერთ-ერთი „საძულველი“ ბრენდი (მისი ხარისხისა და გამძლეობის გამო) - ეს, უდავოდ, Mercedes E (W210)-ია, რომელიც 1995-2022 წლებში იწარმოებოდა და საქართველოში ყველაზე გავრცელებული მოდელების ხუთეულში შედის რა, მეორადი და იაფი სედანების კატეგორიაში, მართლაც რომ მშვენიერ ალტერნატივას წარმოადგენს.
ჩვენ მიერ მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველაზე საიმედო და პოპულარული ბრენდი საქართველოში Toyota-ა, შემდეგ მას Honda მოსდევს - 2 სხვადასხვა მოდელით და Mercedes E - ლეგენდარული W210-ით.