Range Rover Batumi Gold-ის მიმოხილვა
22.12.2023
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ახალ ვერსიას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდა, 2021 წელს, Land Rover-მა Range Rover-ის ახალი მოდელი - Batumi Gold წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტური ავტომობილი, რომლის ძვირადღირებული ფერიც ქალაქ ბათუმის შთამბეჭდავი ხედებისა და ზღვაში ჩამავალი მზის ასოციაციით შეიქმნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კომპანიის თანადამფუძნებელი ბათუმს შემოდგომით ესტუმრა და ახალი ფერის - Batumi Gold შთაგონებაც სწორედ ეს გამოცდილება იქცა.
Batumi Gold ფერში Range Rover SE, Range Rover HSE-სა და Range Rover Autobiography-სთვისაა ხელმისაწვდომი. ამ მოდელის (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერის ბრენდის ავტომობილის) შეძენა შესაძლებელია Mogo-ლიზინგის მეშვეობით. კომპანია პრემიუმკლასის მანქანებსაც აფინანსებს, ვებგვერდზე: https://www.mogo.ge/prime. მიმართეთ ონლაინ და გაიგეთ, რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებთ.
ექსტერიერის დიზაინი
დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს, ამასთან დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება, ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის მანძილზე განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია.
როგორც უკვე ვახსენეთ, Batumi Gold-ში Range Rover-ის შემდეგი კომპლექტაციებია ხელმისაწვდომი: Range Rover SE, Range Rover HSE და Range Rover Autobiography.
ექსტერიერის მახასიათებლები:
Range Rover SE
- შუქდიოდის პიქსელური ფარები მაიდენტიფიცირებელი კოდით DRL (ღამით გაძლიერებული ხილვადობითა და გარჩევადობით);
- მიმართულების ანიმაციური ინდიკატორები;
- 21-დიუმიანი Style 5112 საბურავები.
Range Rover HSE
- შუქდიოდის პიქსელური ფარები მაიდენტიფიცირებელი კოდით DRL (ღამით გაძლიერებული ხილვადობითა და გარჩევადობით);
- მიმართულების ანიმაციური ინდიკატორები;
- 22-დიუმიანი Style 7023 საბურავები.
Range Rover Autobiography
- შუქდიოდის პიქსელური ფარები მაიდენტიფიცირებელი კოდით DRL (ღამით გაძლიერებული ხილვადობითა და გარჩევადობით, გამოსახულების პროექციით);
- მიმართულების ანიმაციური ინდიკატორები;
- 22-დიუმიანი Style 1073;
- სამუხრუჭე ხუნდის (დისკური) შავი კავი.
ექსტერიერის პაკეტი “NICKEL ATLAS” მოიცავს წარწერას “Atlas” კაპოტზე, Nickel Atlas-ის ცხაურის დეტალებს, კარის ცხაურის მოჩარჩოებას, საბუქსირე მარყუჟის ხუფს, ზევით ასაწევი უკანა კარის დეტალებს, უკანა ფრთის ძელაკს. რაც შეეხება „ჩრდილების ექსტერიერის“ პაკეტს, ზუსტად იმავეს მოიაზრებს, თუმცა, ამ შემთხვევაში “Nickel Atlas” “Gloss Graphite Atlas”-ით ჩანაცვლდება. ზემოჩამოთვლილი პაკეტები ხელმისაწვდომია სამივე კომპლექტაციისთვის.
ექსტერიერის პაკეტი AUTOBIOGRAPHY-ს ხელმისაწვდომობას თავად სახელი გვკარნახობს და გულისხმობს Range Rover Autobiography-ზე წარწერას კაპოტზე: “Atlas bonnet”, Atlas და Satin Atlas-ის ცხაურის დეტალებს, Atlas-ის კარის ცხაურის მოჩარჩოებას, საბუქსირე მარყუჟის ხუფს, ზევით ასაწევ უკანა კარის დეტალებს, უკანა ფრთის ძელაკს.
ახალი Range Rover-ის მომხმარებელი თავისუფალია პანორამული სახურავის ვარიანტების არჩევის დროსაც.
ინტერიერის მახასიათებლები
ეს მოდელი, უახლესი ტექნოლოგიებითა და ოპერაციული სისტემით აღჭურვილი, ფაქტობრივად, იმავე ფუნქციებს ასრულებს, რომელსაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის.
ინტერიერის მახასიათებლები:
Range Rover SE
- სალონის განათება;
- სამზონიანი კლიმატკონტროლი;
- 20-პოზიციაში რეგულირებადი თბობადი ელექტრო წინა და უკანა სავარძლები;
- Windsor-ის პერფორირებული ტყავის სავარძლები;
- Pivi Pro 13.1" დიუმიანი სენსორული ეკრანი (Online Pack);
- უსადენო Apple CarPlay®2 და უსადენო Android Auto TM3
- მოწყობილობის უსადენო დამტენი;
- MeridianTM ხმის სისტემა.
ჯილდოს მფლობელი Pivi Pro საინფორმაციო-გასართობი სისტემაა, რომელიც სმარტფონებთან მარტივი დაკავშირების საშუალებას გვაძლევს.
MeridianTM Signature Sound-ის ულტრადაბალსიხშირიანი დინამიკი ხმის შთამბეჭდავ გამოცდილებას ქმნის.
Software-over-the-air (SOTA) - შეუფერხებელი კავშირის ინსტრუმენტია Wi-Fi Hotspot-სა და ინტეგრირებულ აპლიკაციებთან, როგორიცაა: Amazon Alexa.
Kvadrat - ტექსტილის გიგანტი კომპანია კომფორტული, რბილი, გამძლე პროდუქციისთვის.
Range Rover HSE
- სალონის განათება
- სამზონიანი კლიმატკონტროლი
- 20-პოზიციაში რეგულირებადი თბობადი და ვენტილირებადი ელექტრო წინა და უკანა სავარძლები;
- Pivi Pro 13.1" დიუმიანი სენსორული ეკრანი (Online Pack);
- ინდიკაციის სისტემა წინა მინაზე;
- უსადენო Apple CarPlay®2 და უსადენო Android Auto TM3
- მოწყობილობის უსადენო დამტენი;
- MeridianTM
- 3D უმაღლესი ხარისხის სისტემა.
Range Rover Autobiography
- საბარგულის განყოფილების ავტომატურად კეცვადი საფარი;
- ოთხზონიანი კლიმატკონტროლი;
- 24-პოზიციაში რეგულირებადი თბობადი და გაგრილებადი, მასაჟის ფუნქციის მქონე ელექტრო წინა სავარძლები, Executive Class-ის უკანა სავარძლებით;
- Pivi Pro 13.1" დიუმიანი სენსორული ეკრანი (Online Pack);
- ინდიკაციის სისტემა წინა მინაზე;
- უსადენო Apple CarPlay®2 და უსადენო Android Auto TM3
- უსადენო მოწყობილობის დამუხტვა;
- MeridianTM
- Signature ხმის სისტემა.
აქსესუარები:
- ავტომობილის საბორტო კამერა: HD წინა და უკანა ვიდეოკამერით;
- ჯვარედინი ძელები;
- რეზინის დასაფენები - გადამუშავებული, სინთეტიკური რეზინისგან წარმოებული, ანტიმიკრობული, ჭუჭყისგან ხანგრძლივი დაცვის შესაძლებლობით.
ტექნიკური დეტალები
ელექტრო ჰიბრიდი - PHEV, 3-ლიტრიანი 6 ცილინდრიანი Ingenium ბენზინის ძრავა (105 კვტ), P460e ან P550e ვარიანტებით. სწრაფი DC-დატენვა (ერთ საათში 80%-მდე).
Mild - ჰიბრიდი - სუფთა და ეფექტური, დიზელისა და ბენზინის ძრავებით.
Petrol V 8 - უკომპრომისო ძალა და მიმღეობა გაზრდილი ეფექტურობით. ახალ 4,4-ლიტრიან V8 ძრავას აქვს 530 PS (390 კვტ) და 750 ნმ მაბრუნი მომენტი. Range Rover-ის აჩქარება შეუძლია, დინამიკური გაშვებით 0-100 კმ/სთ (0-60 მილი/სთ) 4,6 (4,4) წამში აიყვანოს.
უსაფრთხოება
ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, Range Rover-ის ეს მოდელი მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.
წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკური, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა.
- საჭის მექანიზმი ყველა თვლის მართვით: ეს არის ყველაზე მანევრირებადი Range Rover, რაც კი ოდესმე შექმნილა;
- ელექტრონული მართვის პნევმატიკური საკიდარი დინამიკური რეაგირებით: ელექტრონული მართვის პნევმატიკური საკიდარი მოხვევის დროს Range Rover-ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Dynamic Response Pro, ელექტრონული აქტიური მობრუნების კონტროლის (eARC) მეშვეობით, მგზავრობის ოპრიმიზაციას ახდენს;
- ელექტრო-აქტიური დიფერენციალი მაბრუნი მომენტის ვექტორით დამუხრუჭებით: მაბრუნი მომენტის ვექტორული სიდიდე დამუხრუჭების საშუალებით კონტროლირებულ მოხვევას უზრუნველყოფს, შესაბამისად, ავტომობილის მართვას რთულ სიტუაციებშიც მარტივს ხდის. ელექტრონული დიფერენციალური და დამუხრუჭების სისტემა აბალანსებს ძრავის ბრუნვის ოთხ ბორბალს შორის განაწილებას.
Range Rover Autobiography-ს შემთხვევაში, უსაფრთხო მართვას კიდევ ერთი შესაძლებლობა ემატება - კონფიგურაციული პროგრამები: რელიეფის 8 რეჟიმი, რომლის მეშვეობით (Terrain Response 2-ის გამოყენებით), Range Rover-ს შეუძლია მანქანის ძრავის, გადაცემათა კოლოფის, დიფერენციალებისა და შასის სისტემების რეაქციის ადაპტირება. Terrain Response-ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ არახელსაყრელი რელიეფის პირობებშიც კი, მარტივი მანევრირება მოახდინოთ.
რაც შეეხება ჰაერს, PM2, 5-ფილტრაცია და ნანოTMX-ტექნოლოგია ავტომობილში მნიშვნელოვნად ამცირებს სუნს, ბაქტერიებსა და ალერგენებს, მათ შორის, SARS-CoV-2 ვირუსს.
ფასი და ოფციონი
2008 წლიდან, „ჯითი მოტორსი“ „ლენდ როვერის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ამ ბრენდის მოდელების ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებლობასაც თავად იღებენ. Batumi Gold შეკვეთით უნდა შეიძინოთ, თუმცა თუ ყიდვას ახლავე გადაწყვეტთ, ისიც იცოდეთ, რომ ლოდინის პერიოდი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
რაც შეეხება ფასს, ის დამოკიდებულია Land Rover-ის მოდელის კომპლექტაციაზე (SE, HSE, Autobiography - სტანდარტული და მაღალი კომპლექტაციები), ინტერიერისა და ექსტერიერის სპეციფიკაზე, ვინაიდან მომხმარებელი თავად აწყობს შერჩეული ავტომობილის მისთვის ყველაზე მიმზიდველ ვარიანტს.
შეჯამება
“We make it special, you make it unique” - „ჩვენ მას განსაკუთრებულს ვხდით, თქვენ კი - უნიკალურს“ - Land Rover-ის ახალი დაპირებაა, რომელსაც კონკრეტულად მომხმარებელზე მორგებული, პერსონალიზებული ავტომობილის შეკვეთის შესაძლებლობაში თარგმნის - მოდელის, ძრავისა და სპეციფიკაციების პაკეტის, საღებავების, საბურავების, ექსტერიერისა თუ ინტერიერის არჩევის შესაძლებლობით.
სტატია შთაგონებაზე საუბრით დავიწყეთ და წრე რომ შეიკრას, ასე დავასრულებთ: Range Rover-ის დიზაინერებმა ძვირადღირებული ფერის შექმნით, ბათუმი მსოფლიო რუკაზე მონიშნეს და სხვა რომ არაფერი, უბრალოდ, სასიამოვნოა შენი ზღვისპირა ქალაქის სახელი ავტოგიგანტის ერთ-ერთი მოდელის ფერს რომ ნიშნავს. აქვე, ისიც იცოდეთ, რომ https://www.autosale.ge/ -ზე სხვადასხვა მარკის ავტომობილის შეძენა მოგო ლიზინგის მეშვეობით შეგიძლიათ!