ტოპ 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
01.10.2024
იმ პირობებში, როცა საწვავის ფასები სულ უფრო და უფრო იზრდება და არც თბილისის საცობები გვაძლევს ქალაქის განტვირთვის იმედს, ეკონომიურ მანქანებზე ფიქრი აქტუალობას არ კარგავს. ეკონომიური ავტომობილია ის, რაც ყველას სჭირდება. სწორედ ამიტომ, მოგიმზადეთ იმ მოდელების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ლიდერები არიან - როგორც დიზელისა და ბენზინის, ისე ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილები.
Honda Civic
სივიკის თაობებში საწვავს ყველაზე ეფექტურად ე.წ. EK და EG ძარის მოდელები მოიხმარდა. „ჰონდას“ ამოცანა ეფექტური ავტომობილის შექმნა იყო და ამის დასტური EK თაობის ყველაზე ეკონომიური ვერსია 1.4-ლიტრიანი აგრეგატით აღჭურვეს, ასევე, EK 1.3-ლიტრიანი ძრავითაც წარმოადგინეს. ეს ძალოვანი აგრეგატები 5-სიჩქარიან კოლოფთან იყო დაწყვილებული, რაც ქალაქის საცობებში საწვავის მოხმარება მაქსიმუმ, 6 ლიტრამდე ითარგმნებოდა, ხოლო გზატკეცილზე მოძრაობისას - 4.7 ლიტრამდე ჩამოდიდა.
Honda Insight
Honda Insight პირველი ჰიბრიდული მანქანაა, რომელიც ქალაქში 4.8 ლ-ს წვავდა, ხოლო ავტობანზე - 3.8 ლ-ს. ეს მოდელი 2000 წელს, „ჰონდას“ მიერ ეკონომიური ავტომობილების რბოლის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯის შედეგია. მწარმოებელმა განსხვავებული დიზაინისა და ძალოვანი აგრეგატის მქონე მოდელი - Insight შექმნა.
Audi A2
2000 წელს, აუდიმ ყველაზე ეკონომიური ავტომობილის რეკორდი მოხსნა. მისი შექმნისას გერმანელი ინჟინრების მთავარი ამოცანა ასე ჟღერდა: ავტომობილს 100 კილომეტრზე 3 ლიტრზე ნაკლები უნდა დაეხარჯა. 1.2 ლ-იანი დიზელის ძრავა 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ასევე ეკონომიურობის რეჟიმიც ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც, ძრავა მხოლოდ 40 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მანქანა 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც იყო აღჭურვილი, შედეგად, 2003 წელს Audi A2-მა 100 კმ-ზე 2.6 ლ დიზელის მოხმარებით ახალი რეკორდიც მოხსნა.
Volkswagen Lupo
ეს მოდელი ტექნოლოგიურ მიღწევად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევა. 1999 წელს, Lupo3 LTDI 62 ცხენის ძალით, იყო პირველი ეკონომიური მანქანა, რომელმაც 100 კმ 3 ლიტრით დაფარა, ასევე 105 ცხენის ძალიანი ლუპო fsi ვერსია პირველი გერმანული ავტომობილი იყო, რომელსაც საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა ჰქონდა. ეს მოდიფიკაცია 100 კმ-ზე 4.9ლ საწვავს მოიხმარდა. მოგვიანებით, ლუპო GTI-ც გამოვიდა. სპორტულ ვერსიას 125 ცხენის ძალა ჰქონდა და 205 კმ/სთ განვითარება შეეძლო.
Toyota Prius C Aqua
აქუა იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული მოდელია. ეს ავტომობილი ქალაქში გადაადგილებისას 100 კმ-ზე 4.3 ლ საწვავს მოიხმარს, გზატკეცილზე ეს მაჩვენებელი 3.7-მდეც მცირდება. Prius C Aqua გამძლე და ამასთან, დიზაინითაც მომხიბვლელი ავტომობილია.
Hyundai Ioniq
კონკურენტებთან შეადრებით, ამ მოდელს განსხვავებული ვიზუალი აქვს. ქალაქში 4.1 ლიტრი საწვავით კმაყოფილდება იმ დროს, როცა გზატკეცილზე 3.8 ლიტრიც ჰყოფნის. მოდელის ასეთ ეკონომიურობას მისი ტრანსმისია განაპირობებს.
Peugeot 208
ამ ფრანგულ მოდელს 41-ლიტრიანი ავზი აქვს, რომლის სრულად გავსების შემთხვევაშიც, 1000 კმ-ზე მეტს დაფარავთ. ანუ, ეს მანქანა გზატკეცილზე 3.2 ლიტრს დაგიწვავთ, ქალაქში - 3.9-ს.
Volkswagen Golf
თუ თქვენ მე-7 ან მე-8 თაობის 115-ცხენისძალიან 2 ლიტრიან თიდიაი მოდელს შეიძენთ, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და პრაქტიკული ავტომობილი გეყოლებათ. ამ მანქანის ეკნომიურობის მაქსმიმალური ნიშნული 3.3 ლიტრია.
BMW 320 d
სრული ზომის სედანი - ეკონომიური, კომფორტული, სოლიდური - უახლესი დიზელის ძრავითა და გადაცემათა კოლოფით. გზატკეცილზე გადადგილებისას 4 ლ დიზელს წვავს. ამასთან, დაბალი წვის კომპრომისი სუსტი აჩქარება არაა. მოდელი საკმაოდ მძლავრია და წარმადობასა და აქსელერაციასაც არ უჩივის.
SMART
მსგავსი პატარა მანქანის შექმნა კომპეტენტურ ინჟინრულ გამოცდილებას მოითხოვს. Smart-ს დიზელის ძრავიანი მოდელიც ჰყავს, რომელიც cdi-ს სახელითაა ცნობილი, 1 კმ-ზე მხოლოდ 88გრ CO-ს რომ გამოყოფს (შენიშვნა: ადამიანი დღეში 1 კგ-ზე მეტ ნახშიროჟანგს ამოისუნთქავს). მოდელი საოცრად ეკონომიურია, 100კმ-ზე 2.7 ლ-ს წვავს და ავზის ბოლომდე გავსებით 1100 კმ-ს ფარავს.
საბოლოოდ, ყველაზე ეკონომიური მანქანები არამარტო საწვავის ხარჯვის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ გარემოს დაცვისა და ხარჯების შემცირების საუკეთესო საშუალებაა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით, ბაზარზე უფრო მეტი ეფექტური და ეკონომიური მოდელი ჩნდება, რაც თითოეულ მძღოლს საშუალებას აძლევს, სწორად შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ავტომობილი.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მანქანის შეძენა Mogo-ს ლიზინგის გამოყენებით შეგიძლიათ. მიმართეთ კომპანიას და მიიღეთ დაფინანსება ონლაინ. აქვე, გახსოვდეთ, რომ ეკონომიური ავტომობილი, მხოლოდა მხოლოდ, მანძილის დასაფარად იქმნება! და დიდი ალბათობით, მართვის სიამოვნებას ამ ავტომობილებით ვერ მიიღებთ, თუმცა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ერთგულად მოგემსახურებიან.