რამდენ საწვავს ხარჯავს მანქანა?
07.10.2024
რამდენ საწვავს ხარჯავს მანქანა? ამ კითხვაზე პასუხი კომპლექსურია, ვინაიდან მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, თუმცა ამ ბლოგში შევეცდებით, ზოგად ჭრილში, ამ საკითხზე უფრო ფართო წარმოდგენა შეგიქმნათ.
საშუალოდ, ავტომობილის საწვავის ხარჯი, მოდელიდან და ტიპიდან გამომდინარე, ასე გმოიყურება:
- პატარა მანქანები (სედანები, კომპაქტური ჰეჩბეკები) – 5-8 ლიტრი 100 კმ-ზე;
- ჯიპები და SUV-ები – 8-12 ლიტრი 100 კმ-ზე;
- სპორტული მანქანები – 10-15 ლიტრი 100 კმ-ზე ან მეტიც, დამოკიდებულია სიმძლავრეზე;
- ჰიბრიდული მანქანები – 3-5 ლიტრი 100 კმ-ზე, ზოგჯერ უფრო ნაკლები;
- ელექტრომანქანები – საწვავი არ მოიხმარება, მაგრამ ენერგიის ხარჯი, დაახლოებით, 15-20 კვტ/სთ არის 100 კმ-ზე;
აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლება, გარემო პირობებისა და მართვის სპეციფიკის მიხედვით განსხვავდებოდეს.
რაზეა დამოკიდებული საწვავის მოხმარება?
მანქანის საწვავის ხარჯს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
- ძრავის მოცულობა;
- მართვის სტილი;
- მოძრაობის პირობები;
- ავტომობილის ტიპი;
- საწვავის ტიპი;
- ავტომობილის მდგომარეობა…
ზოგადად, უფრო დიდი ძრავები (ლიტრაჟით), ჩვეულებრივ, მეტ საწვავს მოიხმარენ. ასევე, სწრაფი აჩქარება და მუხრუჭების ხშირი გამოყენება ხარჯს ზრდის. რაც შეეხება გარემოპირობებს, ქალაქში, ტრასაზე გადაადგილებასთან შედარებით, ტრანსპორტი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვინაიდან მძღოლს ხშირად უწევს გაჩერება/აჩქარება. ჯიპებს და ზოგადად, დიდ მანქანებს უფრო მეტი საწვავი სჭირდებათ, ვიდრე პატარა, ეკონომიურ მოდელებს.
საწვავის ტიპს რაც შეეხება, მისი მოხმარების გაზომვისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ავტომობილი ბენზინზეა, დიზელზე, ჰიბრიდია, თუ ელექტრო.
გარდა ამისა, გამართული მანქანა ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე გაუმართავი.
ცხადია, უფრო დაზუსტებული ინფორმაციისთვის ავტომობილის მოდელისა და მონაცემების ცოდნა აუცილებელია, თუმცა, ზოგადად, საწვავის მოხმარება რაზეა დამოკიდებული, ამ კითხვაზე პასუხს ზემოჩამოთვლილი ფაქტორებით ვცემთ.
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე ცოტას?
5 ყველაზე ეკონომიური მანქანა, რომელთა პოპულარობასაც მათ მიერ საწვავის მოხმარების ეფექტურობა განაპირობებს:
Toyota Prius (ჰიბრიდი) - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიბრიდული მანქანაა, რომელიც მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა როგორც ქალაქში, ისე ტრასაზე.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 3.5-4.5 ლიტრი 100 კმ-ზე.
Hyundai Ioniq (ჰიბრიდი) - ძალიან ეკონომიური, Toyota Prius-ის ძლიერი მეტოქე ჰიბრიდულ კატეგორიაში.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 3.4-4.0 ლიტრი 100 კმ-ზე.
Honda Insight (ჰიბრიდი)
საწვავის ხარჯი: დაახლოებით 4.3-4.6 ლიტრი 100 კმ-ზე.
Ford Fiesta (ბენზინი, EcoBoost ძრავით) - მცირე ზომის ეკონომიური მანქანა.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 5.0-5.5 ლიტრი 100 კმ-ზე.
Toyota Corolla (ჰიბრიდი)
საწვავის ხარჯი: დაახლოებით 4.0-4.5 ლიტრი 100 კმ-ზე.
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
რაც შეეხება 5 ყველაზე არაეკონომიური მანქანას, საწვავის მოხმარების კუთხით, ჩამონათალი ასეთია(აქვე, საგულისხმოა ის ნაწილიც, რომ საწვავის აქტიურ მოხმარებას დიდი ძრავა და სიმძლავრე განაპირობებს):
Bugatti Chiron - ეს უზარმაზარი ავტომობილი W16 ძრავითა და 1500 ცხენის ძალით განთქმულია წარმოუდგენელი სიჩქარით, თუმცა საწვავის მოხმარებაც შესაბამისია.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 22-25 ლიტრი 100 კმ-ზე.
Lamborghini Aventador - 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, ძალიან მაღალი საწვავის ხარჯით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია მსგავსი სპორტულო მანქანებისთვის.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 16-19 ლიტრი 100 კმ-ზე.
Ferrari 812 Superfast - 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, ეს მოდელი ძალიან მძლავრი და, შესაბამისად, საწვავის ხარჯის მხრივ, მაღალი მაჩვენებლების მქონეა.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 15-17 ლიტრი 100 კმ-ზე.
Chevrolet Suburban - დიდი SUV, რომელიც მძლავრია, მაგრამ დიდი ზომისა და V8 ძრავის გამო, საწვავის მოხმარება საკმაოდ მაღალი აქვს.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 14-16 ლიტრი 100 კმ-ზე.
Mercedes-Benz G-Class (G63 AMG) - ამ მანქანის V8 ძრავა და მძიმე წონა განაპირობებს მასშტაბურ საწვავის მოხმარებას, თუმცა რთულ პირობებში მისი გამძლეობა და სიმძლავრე აუცილებლად აღსანიშნავია.
საწვავის ხარჯი: დაახლოებით, 13-15 ლიტრი 100 კმ-ზე.
როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ბლოგის მთავარ კითხვაზე პასუხი კომპლექსურია, ვინაიდან იმის გაზომვისას, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს ავტომობილი, ძალიან ბევრი ცვლადი ერთვება. თუმცა, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ Mogo ზუსტად იმისთვისაა, რომ შეიძინოთ ნებისმიერი ღირებულების - ძვირი თუ ეკონომიური ავტომობილი.